ევროკავშირი მხარს უჭერს კულტურათაშორის დიალოგს (18/05/2009)

ევროკომისიის პროგრამის “ინვესტირება ადამიანებში: ადგილობრივი კულტურის ხელმისაწვდომობა, კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და მხარდაჭერა” ფარგლებში 2009 წლიდან დაიწყო ახალი პროექტის - ”მოწყენილობის, მტვრის და რღვევის მიღმა - მუზეუმები, როგორც სიცოცხლის მანძილზე სწავლის სივრცეები კულტურათშორისი დიალოგისთვის” (“Beyond Boredom, Dust and Decay - Museums as Life Long Learning Spaces for Intercultural Dialogue (A-MUSE-ALL)”) - განხორციელება.

ეს გახლავთ რეგიონალური პროექტი, რომელიც 30 თვის განმავლობაში ერთდროულად აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტისა (dvv international)და რვა რეგიონალური პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობით განხორციელდება. პროექტის პარტნიორები არიან: მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს აზერბაიჯანის ეროვნული კომიტეტი (ICOM), აზერბაიჯანის ხალიჩებისა და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, სომხეთის მუზეუმის მუშაკთა და მეგობართა ასოციაცია (AMWF), სომხეთის ეროვნული განვითარების სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი (SECND), საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა ასოციაცია (GNMFA), საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (AEAG), ტრადიციული კულტურის ცენტრი (ტოსნო, რუსეთის ფედერაცია) და კარელიის კულტურის ცენტრი (პეტროზავოდსკი, რუსეთის ფედერაცია). პროექტი ფინანსდება ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს  (BMZ) მიერ. მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 550 ათას ევროს. პროექტის მიზნებია:

  • სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში კულტურათავშორისი დიალოგის გაღრმავება და კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნების  ხელშეწყობა ზრდასრულთა განათლების მეშვეობით ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
  • ხელოვნების როლის გააქტიურება სოციალური ჩართულობისა და დიალოგის საქმეში მუზეუმებისა და სხვა კულტურული და საჯარო დაწესებულებების აქტიური თანამშრომლობის გზით პროექტის მონაწილე ქვეყნებში.

პროექტის მთავარი მიზანია კავკასიის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციაში კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლების პროფესიული მომზადების  დონის ამაღლების ხელშეწყობა მუზეუმების მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის აქტიურ კერებად გადაქცევის მიზნით. პროექტი ხელს შეუწყობს მუზეუმების პროფესიონალიზმის დონისა და ინტერკულტურული კომპეტენციის ამაღლებას; მუზეუმების  გააქტიურებას სოციალური განათლებისა და ჩართულობის პროცესებში. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სამიზნე რეგიონებისა და ევროკავშირის ქვეყნების მუზეუმებს შორის კავშირების გაძლიერებასა და განვითარებას.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე ღონისძიება, როგორიცაა მაგალითად: მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით სასწავლო სტრატეგიებისა და ინოვაციური კულტურული მომსახურების განვითარება: ტრენინგები ტრენერებისა და მუზეუმის თანამშრომლებისათვის; დახმარების გაწევა ადგილობრივი ქსელებისა და “მუზეუმის მეგობართა” წრეებისათვის; სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარება ადგილობრივ მოსახლეობის თანამონაწილეობით; მუზეუმის თანამშრომელთა და ადმინისტრაციის სასწავლო ვიზიტების ორგანიზება ევროკავშირის ქვეყნებში; გამოფენებისა და ლექციების მოწყობა ევროკავშირის ქვეყნებში; პროექტის ვებ-პორტალის და ვირტუალური გამოფენების შექმნა.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

მათიასკლინგენბერგს
Matthias Klingenberg
dvv international Bonn / Germany
ტელ.: +49 228 975 69 61
ელ-ფოსტა: klingenberg@dvv-international.de
www.dvv-international.de

ლიკა კაციტაძეს
Lika Katsitadze
dvv international Project Office Tbilisi / Georgia
ტელ.:(+995 32) 913475
ელ-ფოსტა: info@dvv-international.ge
www.dvv-international.ge

მიხეილ წერეთელს
Mikheil Tsereteli
Georgian National Museum
Deputy Director
ტელ.: (+995 32) 99 62 53
ელ-ფოსტა: mtsereteli@museum.ge
www.museum.ge