ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველო კიბერდანაშაულთან საერთაშორისო თანამშრომლობაში ერთვება (17/07/2009)
15 და 16 ივლისს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოში კიბერდანაშაულთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე. შეხვედრები მიეძღვნა 24-საათიანი საკონტაქტო პუნქტისა და მაღალტექნოლოგიურ დანაშაულთან საერთაშორისო ბრძოლის მიზნით შესაბამისი განყოფილების შექმნის საკითხების განხილვას. სემინარზე კიბერდანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის Aგანხილვაც მოხდა. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროსაბჭოს ექსპერტებმა, ასევე ევროკომისიის, ევროსაბჭოს სამდივნოსა და აშშ საელჩოს წარმომადგენლებმა.
ორი დღის განმავლობაში ექსპერტებმა შეაფასეს ამ სფეროში საქართველოში არსებული სიტუაცია, რის საფუძველზეც შემუშავდება წინადადებები საქართველოს პოლიციაში მაღალტექნოლოგიურ დანაშაულთან ბრძოლის 24-საათიანი საკონტაქტო პუნქტის შექმნის და კიბერდანაშაულთან საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის სპეციალიზებული განყოფილების შექმნის შესახებ. ექსპერტებმა ასევე განიხილეს კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა. შემუშავდება ქვეყნის ამ სფეროში არსებული მდგომარეობის დახასიათება, სადაც მითითებული იქნება, თუ რა რეფორმების გატარებაა აუცილებელი ევროსაბჭოს კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის კონვენციასთან შესაბამისობაში საქართველოს კანომდებლობისა და პრაქტიკის მოსაყვანად.
დამატებითიინფორმაციისთვისდაუკავშირდით:
ქეთევან ხუციშვილი, პროექტის მენეჯერი
Ketevan.Khutsishvili@ec.europa.eu
ტელ: 94 3763