ევროკომისიისა და ევროსაბჭოს საქართველოში კიბერ-დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი (28/09/2009)

ღონისძიების თარიღი: 28 და 29 სექტემბერი 2009
ღონისძიების დრო: 13:30-დან 16:30-მდე 28 სექტემბერს და 10:00-დან 17:45-მდე 29 სექტემბერს
ღონისძიების ხანგრძლივობა: დღენახევარი
ჩატარების ადგილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო (28 სექტემბერი 2009), იუსტიციის სამინისტრო (29 სექტემბერი 2009), თბილისი, საქართველო

ღონისძიებები:

  • მრგვალი მაგიდა მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით (28 სექტემბერი 2009)
  • სემინარი კიბერ-დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე (29 სექტემბერი 2009)

მიზანი:

  • მრგვალი მაგიდა მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით (28 სექტემბერი 2009)

მრგვალი მაგიდის მიზანია კიბერ-დანაშაულის საკითხებზე პოლიციის საერთაშორისო თანამშრომლობის ყოველდღიური 24-საათიანი საკონტაქტო პუნქტისა და მაღალტექნოლოგიურ დანაშაულებებთან ბრძოლის განყოფილების შექმნასთან დაკავშირებული შემდგომი ნაბიჯების განხილვა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი და განხილული იქნება ევროსაბჭოს ექსპერტის ანგარიში, რომლეშიც ჩამოყალიბებულია ასეთი ერთეულის შექმნასთან დაკავშირებული შეთავაზებები. ეს შეხვედრა წარმოადგენს საქართველოში არსებული სიტუაციისა და საჭიროებების შეფასების მიზნით 2009 წლის 15 ივლისს მოწყობილი მსგავსი ღონისძიების გაგრძელებას.

  • სემინარი კიბერ-დანაშაულთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე (29 სექტემბერი 2009)

სემინარი მიზნად ისახავს კიბერ-დანაშაულთან და მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის შეფასების ორი საექსპერტო ანგარიშის განხილვასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას საერთაშორისო სტანდარტების, განსაკუთრებით ევროსაბჭოს კიბერ-დანაშაულთან ბრძოლისა (CETS 185) და პირადი მონაცემების დაცვის (CETS 108) კონვენციების მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.

მონაწილეობენ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსებისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის, საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები, ასევე ევროსაბჭოს ექსპერტები და ევროკომისიის, ევროსაბჭოს სამდივნოსა და აშშ საელჩოს წარმომადგენლები.