ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოში ჟურნალისტთა სამართლებრივი დაცვის ცენტრი იქმნება (04/11/2009)

საქართველოში მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ ახალ პროექტთან დაკავშირებით გაიმართება კონფერენცია, რომელზედაც მოხდება საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება” პრეზენტაცია.

კონფერენცია მიზნად ისახავს გააცნოს საქართველოს ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტებს, საგანამანთლებლო დაწესებულებებსა და ფართო საზოგადოებრიობას პროექტის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ საქართველოში მას მედიის დამოუკიდებელობას, რეგიონული მაუწყებლობის განვითარებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და ჟურნალისტების უფლებების დაცვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგულარული შეხვედრები ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. შეხვედრებზე განიხილება მედიის აქტუალური საკითხები და პროექტის შუალედური შედეგები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთაგაანც ერთ-ერთი მთავარია ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ჩამოყალიბება და მისი დანიშნულება, აგრეთვე საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ინსტიტუციონალური განვითარების ინიციატივები. 

პროექტს ახორციელებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი. მონაწილეობენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

კონფერენცია გაიმართება 2009 წლის 4 ნოემბერს 13.00-15.00 შერატონ მეტეხი პალასში, დარბაზი “სალხინო”.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით თამარ ზურაბიშვილს, პროგრამის მენეჯერი, მედია და ინოვაციური პროგრამები ელ-ფოსტა:  tzurabishvili@epfound.ge