ევროპული სიმბოლოები
ევროპული დროშა
ევროპული დროშა
ეს ევროპული დროშაა. ის არამხოლოდ ევროკავშირის, არამედ ევროპის მთლიანობის და იდენტობის (უფრო ფართო გაგებით) სიმბოლოა. წრეზე განლაგებული ოქროს ვარსკვლავები ევროპის ხალხთა შორის სოლიდარობას გამოხატავს.
ვარსკვლავების რაოდენობას საერთო არაფერი აქვს წევრ სახელმწიფოთა რაოდენობასთან. თორმეტი ვარსკვავი ტრადიციულად სრულყოფილების, სისრულის და ერთიანობის სიმბოლოა. ამიტომ, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი გაფართოებისა, დროშა უცვლელია.
ოდა სიხარულს
ეს არამხოლოდ ევროკავშირის ჰიმნია, არამედ ევროსაბჭოსიც. მელოდია აღებულია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ 1832 წელს შექმნილი მეცხრე სიმფონიიდან. ამ სიმფონიის ბოლო ნაწილი ბეთჰოვენმა უძღვნა ფრიდრიხ შილერის მიერ 1785 წეის შექმნილ ლექსს ,,ოდა სიხარულს.“ ეს ლექსი გამოხატავს შილერის იდეალისტურ ხედვას ადამიანებს შორის ძმობის თაობაზე, რასაც ბეთჰოვენიც იზიარებდა.
1972 წელს ევროპის საბჭომ (ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც ევროპული დროშა შემოიღო) ბეთჰოვენის ,,ოდა სიხარულს“ თავის ჰიმნად აღიარა. ცნობილ დირიჟორს ჰერბერტ ფონ კარაიანს სთხოვეს შეექმა ნაწარმოების ინსტრუმენტული არანჟირება ფორტეპიანოსთვის, სასულე საკრავებისა და სიმფონიური ორკესტრისათვის. ტექსტის გარეშე შესრულებული ჰიმნი მუსიკის უნივერსალურ ენაზე გამოხატავს თავისუფლების, მშვიდობის და სოლიდარობის იდეებს, რომლებიც ევროპას უდევს საფუძვლად.
1985 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებმა ეს ნაწარმოები ევროკავშირის ოფიციალურ ჰიმნად აღიარეს. მას არ ჩაუნაცვლებია წევრი სახელმწიფოების ეროვნული ჰიმნები, პირიქით, განამტკიცა საერთო ღირებულებები და მათი ერთობა მრავალფეროვნებაში.
ევროპის დღე 9 მაისი
1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა წამოაყენა წინადადება ორგანიზებული ევროპის შექმნის შესახებ, რაც აუცილებელი იყო მშვიდობიანი ურთიერთობების შესანარჩუნებლად. ეს წინადადება, რომელიც ,,შუმანის დეკლარაციის“ სახელითაა ცნობილი დღევანდელი ევროკავშირის შექმნის საფუძვლად ითვლება. 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება და ის, ევროპის დროშასთან, ჰიმნთან, დევიზთან და ერთიან ვალუტასთან (ევროსთან) ერთად ევროკავშირის პოლიტიკურ იდენტობას შეადგენს. ევროპის დღეს იმართება საზეიმო ღონისძიებები , რომლებიც ევროპას მის მოქალაქეებთან აახლოებს.
,,მრავალფეროვანიერთობა“ ევროკავშირის დევიზია
ის გულისხმობს ევროკავშირის ფარგლებში ევროპელების სწრაფვას, ერთად აშენონ მშვიდობა და კეთილდღეობა და ევროპის სხვადასხვა კულტურა, ტრადიცია და ენა კონტინენტის სიმდიდრედ აქციონ.