აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასწავლებლად სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შეტანის ბოლო ვადა გადაიწია

24.03.2020

ევროკავშირმა განაცხადის შემოტანის ვადა ორ კვირით, 2020 წლის 28 მარტამდე გადაწია 16-17 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვას რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომელთაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სწავლა.

 

დამატებითი ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2020-2021 წლისთვის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ იხილეთ აქ, ან ბმულეზე https://www.eapeuropeanschool.eu/.