ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გაძლევთ შესაძლებლობას, კითხვა დაუსვათ პირადად ელჩ ჰარცელს, ევროპული პერსპექტივის შესახებ.

გასულ კვირას, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ, ერთ დღეს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. ეს ისტორიული მომენტია 

ამავდროულად, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ნაკლებად ხელსაყრელია, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა იმისათვის, რომ ის შესაძლებლობები, რომლებიც თქვენი ქვეყნისთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული.   

ბევრ თქვნგანს შესაძლოა ჰქონდეს კითხვები, ამ პროცესის შესახებ. თუ გსურთ, რომ ამ კითხვებზე გიპასუხოთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი ან გამოაგზავნოთ თქვენი შეკითხვა, პირადი შეტყობინების სახით, ჩვენს Facebook-ის გვერდზე, 1 ივლისამდე.

ჩვენ გამოვაქვენებთ ელჩ ჰარცელის პასუხებს მაქსიმალურად ბევრ შეკითხვაზე.

ველით თქვენს გამოხმაურებას!