Page language:
Georgian

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გამოსვლა 2021 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ გამართულ კონფერენციაზე „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გავლენა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობებზე“

09.11.2021

ტექსტი შეიძლება განსხვავდებოდეს გამომსვლელის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან

 

გმადლობთ, რომ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად დამპატიჟეთ.

განსაკუთრებით მიხარია ევროპარლამენტის ოთხი პატივცემული წევრის სადისკუსიო პანელ მონაწილეობ. ის ფაქტი, რომ ორ მათგან ადგილზე ამ არჩევნებაქტიურად აკვირდეობოდ, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელ ევროპარლამენტ და ევროკავშირ ამ ქვეყნის მიმართ გააჩნია - და ეს საინტერესო დისკუსიის კარგი მომასწავებელია.

როგორც საქართველოს ახლო პარტნიორი, ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში დემოკრატიულ წინსვლას აქტიურად უჭერდა მხარს. ეს მოიცავდა ინსტიტუციურ მშენებლობას, მუშაობას საარჩევნო და სხვა რეფორმებზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერას, სადამკვირვებლო მისიებს, და სხვა საკითხებთან ერთად პარტიათა შორის დიალოგისა და მედიაციის ხელშეწყობას.

ჩვენმა ჩართულობამ ხელი შეუწყო 2020 წლის 8 მარტს და 2021 წლის 19 აპრილს მიღწეულ მნიშვნელოვან შეთანხმებებს, რომლებმა არსებული მოკლევადიანი კრიზისებიდან საქართველოსთვის გრძელვადიანი, კონსენსუსზე დაფუძნებული ხედვისკენ მიმართული გამოსავალი გვიჩვენა.

საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მოვალეობად რჩება ამ ხედვების სრულყოფილად დანერგვაზე ზრუნვა, მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობის აღება და ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს არამხოლოდ არსებული მდგომარეობა შეინარჩუნოს, არამედ სრულად გახსნა თავისი პოტენციალი.

პოლარიზაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების აღწერის თანმხლებ ტერმინად იქცა. არჩევნების კონტექსტში გამოიკვეთა ტენდენცია  პოლარიზაცი ყოველ ჯერზე პოლიტიკურ კრიზისამდე მიყვანისა. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები განსაკუთრებით ტურბულენტური იყო. ამ კონტექსტში, 19 აპრილის შეთანხმება მართლაც მნიშვნელოვან მიღწევა წარმოადგენდა. ამ შეთანხმებამ პოლიტიკური ბოიკოტი დაასრულა, მისცა პარლამენტს ქვეყნის წინაშე არსებულ მრავალ გარდაუვალ გამოწვევასთან გამკლვების რეალური შანსი და შემდგომი დემოკრატიული რეფორმებისთვის ამბიციური და მეტად საჭირო დღის წესრიგი ჩამოაყალიბა. ასევე, პოლიტიკური დაპირისპირების ბურუსში შეთანხმებამ ნათელი მოჰფინა წინსვლის საერთო გზის ხედვას.

ამჟამად არსებული მდგომარეობის მიუხედავად, 19 აპრილის შეთანხმება უკვე წარმატებული, თუნდაც იმის გამო, რომ გვიჩვენებს შედეგების მიღწევის გზას, დიალოგისა და კომპრომისის საშუალებით ნაცვლად ეფექტის მოხდენაზე მიმართული ქცევისა და „ყველაფერი გამარჯვებულს“ მენტალიტეტით. და როგორც კი ეს გახდება ნორმა, და არგამონაკლისი, საქართველოს დემოკრატიაში ნამდვილად გადაიშლება ახალი ფურცელი. ნათელია, რომ შეთანხმების ყველა სკითხში შესვლის გარეშე, მისი ზოგიერთი მნიშვნელოვანი ასპექტი უკვე  საქართველოს სასარგებლოდ განხორციელდა. დანარჩენზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღსანიშნავია დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბარიერის 2%-მდე შემცირებას მომავალი, სრულად პროპორციული საპარლამენტო არჩევნებისთვის. მხედველობაში მივიღეთ მთავრობის დაპირება მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმებთან (მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმებთან) დაკავშირებული ვალდებულებებ შეასრულებ შესახებ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი, 19 აპრილის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები, გზამკვლევად რჩება.

საქართველოში არჩევნებეგზისტენციურპოლიტიკურ შეჯიბრებად გადაქცევის ტენდენცია ხასიათებს და გამონაკლის არც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. ჩვენ მათ ყურადღებით ვაკვირდებოდით და თქვენ ნახავდი ჩემს განცხადებებს, ომლები ორივე ტურის შემდეგ, ევროკავშირის კოლეგებთან ერთად გავაკეთე.

ამ განცხადებებში მივესალმეთ ბოლოს გატარებული საარჩევნო რეფორმის პოზიტიურ გავლენას და არჩევნების დღეს კარგად ადმინისტრირებულ ხმის მიცემის პროცესს. ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის იყო კანდიდატებისა და ამომრჩევლების დაშინება, ამომრჩევლებზე ზეწოლა, ხმების მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება და რესურსების მკვეთრი დისბალანსი, რამაც არათანაბარი საასპარეზო პირობები შექმნა.

პირველი ტურის შემდეგ გამოვთქვით მოსაზრება, რომ აღნიშნული არაკეთილსინდისიერი პრაქტიკა საქართველოში არჩევნების ნორმად არ უნდა იქცეს. სამწუხაროდ, მეორე ტურში, გულწრფელად რომ ვთქვათ, არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ ამგვარი შეშფოთება  აღარ ყოფილიყო გამოთქმული. საბოლოო ჯამში, ძნელია სხვა დასკვნის გაკეთება, გარდა იმისა, რომ ეს არჩევნები კიდევ ერთი დაკარგული შესაძლებლობა იყო. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები სწრაფად და მიზანდასახულად შეასრულებენ ოდირის საბოლოო ანგარიშის რეკომენდაციებს, როდესაც ის გამოქვეყნდება.  ამ საკითების მიმართ  ევროკავშირის  ყურადღება ძალიან დიდი იქნება.

მართლმსაჯულების მდგომარეობა და სასამართლო რეფორმა 19 აპრილის შეთანხმებისა და ზოგადად, ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების კიდევ ერთი საყრდენია. ამ მხრივ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლოდროინდელი დანიშვნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნები მართლმსაჯულების მიმართ ნდობას, მის ანგარიშვალდებულებას და ხარისხს უბრალოდ არ ზრდის.

და ეს უნდა დავუმატოთ   ჩამონათვალს იმ წარუმატებლობებისა, რომელიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ვიხილეთ, მათ შორისაა უზენაეს სასამართლოში დანიშვნები,  სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, გენერალური პროკურორის დანიშვნის წესთან დაკავშირებული შეთანხმების შეუსრულებლობა, მღელვარება, რომლითაც ყველამ გავიგეთ რიგით მოქალაქეებზე ფართოდ გავრცელებული თვალთვალის შესახებ და 5 ივლისს თბილისში მომხდარი ძალადობის არასათანადო გამოძიება. ცხადია, დროა დავიწყოთ ამ ჩამონათვალში არსებული პრობლემების მოგვარება და მისი შემოკლება და არ დავუშვათ  მასში ახალი ელემენტების დამატება.

რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ციხეში სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა სახალხო დამცველი. თავიდანვე, ევროკავშირმა ნათლად ცხადყო, რომ მისი უფლებების დაცვა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო მნიშვნელობისაა და საქართველოს ხელისუფლების სრულ პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ეს უფლებები მოიცავს სასამართლოს წინაშე წარდგომას გამჭვირვალე, სამართლიანი და სათანადო სასამართლო პროცესის ფარგლებში და ადექვატურ სამედიცინო მომსახურებას, ასევე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ღირსების უფლებას ციხეში ყოფნისასამ უფლებების სრულად დასაცავად საქართველოს მთავრობამ ყველა ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს.

ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლის თვალსაზრისით, ასოცირების შეთანხმება კვლავ ჩვენს საერთო გზამკვლევს წარმოადგენს. ჩვენი ურთიერთობა ემყარება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებებს და ასრულებს ეკონომიკური ზრდის, ვაჭრობის, კავშირებისა და მოდერნიზაციის დაპირებას ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ. როგორც ევროკავშირი, ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული საქართველოსთან თანამშრომლობაზე ამ შეთანხმების განსახორციელებლად, რათა მისი სრული პოტენციალის რეალიზება მოვახდინოთ. „მეტი მეტისთვისმაგრამ ასევენაკლები ნაკლებისთვისკვლავაც ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპებია. ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საქართველოს მიერ გამოცხადებული ამბიციების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო რეფორმებზე მიმართულ ძალისხმევას გააძლიერებს, განსაკუთრებით დემოკრატიული და სასამართლო რეფორმის გზაზე, სადაც წინსვლა შენელდა და რამდენიმე წარუმატებლობაც ვიხილეთ.

ჩვენ პარტნიორები და მეგობრები ვართ. გადაწყვეტილი გვაქვს, საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. უფრო აქტიურად შევეცდებით იმის მიღწევას, რომ საქართველოს დემოკრატიამ თავის მოქალაქეებს კარგი შედეგები მოუტანოს.

ამით, ნება მომეცით მადლობა გადავუხადო საიას დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისთვის, მაგრამ რაც მთავარია, მნიშვნელოვანი დემოკრატიული საქმიანობისთვის, რომელსაც ის საქართველოში ახორციელებს.

დიდი მადლობა!