ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადება წელს ევროპის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით

ევროპის დღე აღნიშნავთ ევროპის შესახებ ახალ ხედვ, რომელიც 72 წლის წინ შუმანის დეკლარაციაწარმოგვიდგინა.

Amb. Carl Hartzell Europe Day

იმ დროს, როდესაც ევროპა ჯერ კიდევ დამანგრეველი ომის ფერფლიდან დგებოდა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უზრუნველყო, რომ ევროპაში ომები აღარ ყოფილიყო.

თუმცა ჩვენ ამ ხედვის ერთგულ ვრჩებით, სამწუხაროდ, სხვები უხეშად და ტრაგიკულად აჩვენებენ, რომ მოვლენებს მაინც განსხვავებულად ხედავენ. როდესაც რუსეთი ევროპაში თავის გაუმართლებელ ომს აწარმოებს, ჩვენ მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და მის გვერდით ვდგავარ, იმ ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომლიც გვაერთიანებს და რომელსა ჩვენი კავშირი ეფუძნება.

საქართველოში ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა იმავე ღირებულებებზეა დაფუძნებული. პარტნიორობა, რომელიც მომავალში გაიზრდება, რადგან საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა - მისი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებების შესაბამისად და ცივილიზაციურ ფესვებზე დაყრდნობი.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციქართულ საზოგადოებასა და კულტურაში დემოკრატიის, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და თავისუფლების ღირებულებებ ღრმა საფუძვლის არსებობას გვაჩვენებს. ღირებულებებისა, რომ ყველასთვის დღემდე ძვირფასია და მათ დასაცავად გვინდა ერთობლივი მუშაობის გაგრძელება და ბრძოლა მთელ მსოფლიოში.

ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგა. ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად. კოვიდ პანდემიისა და სხვა კრიზისების დროს. ჩვენი ურყევი მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასეგავაგრძელებთ.

კვლავ გვექნება საქართველოს, როგორც ჩვენი მეგობრისა და პარტნიორის იმედი.

ნება მიბოძეთ, ყველას მოგილოცოთ ევროპის დღე!

Remote video URL