Page language:
Georgian

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით

24.02.2022
ბრიუსელი

ეს არის მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დრო. მსხვილი ბირთვული ქვეყანა თავს დაესხა მეზობელ ქვეყანას და ემუქრება რეპრესიებით ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება მის დასახმარებლად მოვიდეს.

ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების არა მხოლოდ უდიდესი დარღვევა, არამედ ეს კაცობრიობის თანაარსებობის ძირითადი პრინციპების დარღვევა არის. ეს მრავალ სიცოცხლეს შეიწირავს, წინ გაურკვეველი შედეგებით.

ევროკავშირის პასუხი უმკაცრესი იქნბა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მოიწვია შეხვედრა დღეს საღამოსთვის, სადაც ისინი შეათანხმებენ და წარმოადგენენ პოლიტიკურ მითითებებს, რათა მივიღოთ უძლიერესი პაკეტი, სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი, რომელიც ოდესმე გაგვიხორციელება.

როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კავშირი მექნება ჩვენს პარტნიორებთან მსოფლიოში, რათა უზრუნველყო, რომ საერთაშორისო საზოგადოება სრულად აცნობიერებს ამ მომენტის სერიოზულობა და მკაცრად, ერთიანად მოვუწოდოთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს შეუწყნარებელი საქციელი და რუსეთის ხელმძღვანელობა უპრეცედენტო იზოლაცი აღმოჩნდება.

ეს არ არის გაერთიანებების საკითხი, ძალაუფლებისთვის დიპლომატიური თამაშების საკითხი. ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია. ეს ჩვენი გლობალური სზოგადოების მომავლის საკითხია.

ამ პოზიციის დაცვაში ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან და ყველა ევროპელ ერთან ერთიანი ვიქნებით.  ერთიანები უარს ვუცხადებთ ძალადობასა და ნგრევას, როგორც პოლიტიკური სარგებლის მოპოვების საშუალებას.

ჩვენ, ევროკავშირი, კვლავ ვართ მსოფლიოში ერთა უძლიერეს ჯგუფ. და ეს არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. ამ მძიმე ვითარებაში უკრაინისთვის დაუყოვნებლივ შევქმნით სასწრაფო დახმარებას.

ასევე აქტიურად დავუჭერთ მხარს ევაკუაციის ოპერაციებს, მათ შორის ჩვენი პერსონალის, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალებულ რაიონებში.

ევროკავშირმა, ტრანსატლანტიკურ და თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, უპრეცედენტო ძალისხმევა გამოიჩინა რუსეთის მიერ გამოწვეული უსაფრთხოების კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის მისაღწევად, მაგრამ რუსეთმა არ უპასუხა ამ ძალისხმევას და ამის ნაცვლად, ცალმხრივად აირჩია ომისკენ მიმავალი სერიოზული და წინასწარ განზრახული ესკალაცია.

პრეზიდენტმა პუტინმა უნდა შეაჩეროს ეს უგონო აგრესია. დღეს ჩვენ უკრაინის ხალხზე ვფიქრობთ. ჩვენ მათ გვერდით დავდგებით.