Page language:
Georgian

ევროკავშირი – საქართველოს კონსულტაციები უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე

29-30 მარტს, თბილისში,  ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი  პაველ  ჰერჩინსკი და ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი, ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი –  თავდაცვის  მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად – თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირი– საქართველოს კონსულტაციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე.

29-30 მარტს, თბილისში,  ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი  პაველ  ჰერჩინსკი და ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი, ვიცე–ადმირალი ერვე ბლეჟანი –  თავდაცვის  მინისტრის პირველ მოადგილესთან ლელა ჩიქოვანთან ერთად – თანათავმჯდომარეობდნენ ევროკავშირი– საქართველოს კონსულტაციებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე. ყოველწლიური კონსულტაციების მსვლელობისას, ასევე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში, მათ შორის ჰიბრიდული საფრთხეებისა და კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხები. ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს.