ელჩი ჰარცელი CENN-თან ერთად გორში ევროკავშირის მწვანე ინიციატივებს ეცნობა

2022 წლის 25 მაისს კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის  (CENN) მიერ გორში განხორცილებული მწვანე ინიციატივების წარმომადგენლებს შეხვდა.

Innovation Hub

ელჩი ინოვაციური ცოდნის ჰაბში ახალგაზრდებს შეხვდა, ასევე,  სოციალური საწარმო „ლიდერი“ მოინახულა და მათი საქმიანობის მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები მოისმინა.  

შეხვედრისას ახალგაზრდებმა ინოვაციური ცოდნის ჰაბში წარმოადგინეს სოციალური კამპანიები და გორში დაგეგმილ მწვანე ეკონომიკური ინიციატივებზე ისაუბრეს. ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის დაფინანსებამდე ამ ტიპის სივრცე მათთვის არ არსებობდა და გახსნისთანავე ის ძალიან პოპულარული გახდა. ჰაბი გორის ახალგაზრდობას სამეწარმეო და საგანმანათლებლო საქმიანობაში რთავს და სთავაზობს კურსებსა და ტრენინგებს და სამეწარმეო და სოციალური კუთხით მათი შემდგომი განვითარებისათვის.

ელჩი ჰარცელი ასევე გორის სამკერვალო სოციალურ საწარმო “ლიდერს” ესტუმრა, რომელიც ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც ქსოვილების ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია შეიმუშავა. ამჟამად, საწარმო თვეში ორ ტონა ქსოვილს ამუშავებს, რომელიც ნარჩენებში უნდა მოხვედრილიყო. კომპანიის დირექტორმა, ნინო გოგუაძემ, თანამშრომლებთან ერთად ელჩს საწარმოს შენობა დაათვალიერებინა და ისაუბრა სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების პროექტის SEED project და EU4Business programme პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელმაც მას ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. კომპანია ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ჭრა-კერვის შემსწავლელ კურსებსაც სთავაზობს.

 

ვიზიტის დასასრულს ელჩმა ჰარცელმა აღნიშნა: „ბიზნესს ჩვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს, ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ სად ვმუშაობთ, სად ვყიდულობთ ნივთებს და, საბოლოო ჯამში, როგორ ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ ბიზნესებთან თანამშრომლობაზე რათა დაეხმაროს მათ საქმიანობის გაუმჯობესებაში, ახალი იდეების შემუშავებაში და სამუშაო ადგილების შექმაში. პროექტები, რომლებსაც მე დღეს CENN-თან ერთად ვეწვიე, არის შესანიშნავი მაგალითი, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის შრომის ბაზრების ხელმისაწვდომობის.“

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის სამსახურის თანამშრომელი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში,  Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ინგა ნიკაგოსიანი, ჯგუფის ხელმძღვანელი, EU4Georgia III, inga@commwithus.eu