უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ერთი წელი: ერთობლივად ვმოქმედებთ, რომ საერთაშორისო სამართალმა გაიმარჯვოს

ჯოზეფ ბორელ

2022 წლის 24 თებერვალი  მუდამ გვემახსოვრება, როგორც უკრაინაში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის თარიღი. ეს იყო  წმინდა აგრესიისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევის მაგალითი და დღესაც ასეთად  რჩება. ეს ომი არც „მხოლოდ ევროპული საკითხია“ და არც „დასავლეთსა და   დანარჩენებს შორის დაპირისპირებაა.ის შეეხება სამყარო, რომელშიც ყველას გვინდა ცხოვრება: ისეთ მსოფლიოში, სადაც  ბირთვული იარაღის მქონე, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი–სახელმწიფოს მიერ ძალის უკანონო გამოყენებ "ნორმალურად" შეიძლება ჩაითვალოს, არავინაა უსაფრთხო. სწორედ   ამიტომ, საერთაშორისო სამართალი ყველგან უნდა აღსრულდეს, რომ  ყველა იყოს დაცული ძალის გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიტიკის, შანტაჟისა და სამხედრო თავდასხმისგან.

ერთი წლის თავზე არსებობს რისკი, რომ ხალხი შეეჩვევა ომის დანაშაულებისა და სისასტიკიმ ხატებს, რომლებსაც ხედავს, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია; და რომ სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ,  მნიშვნელობს კარგენ, რადგან ხშირად გვიწევს მათი გამეორება; რომ ვიღლებით და სუსტებ ჩვენ სიმტკიცე, რადგან დრო გადის,  ამოცანა კი რთულია.

თუმცა, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით, რადგან რუსეთი ყოველდღარღვევს გაეროს წესდებას და თავისი იმპერიალისტური პოლიტიკით მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რუსეთი ყოველდღე კლავს  უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებს - ქალებს, კაცებს და ბავშვებს,  რაკეტებს უშენს ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთი ყოველდღე ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ამბებს.

ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორებისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ „სამმაგი სტრატეგიის“ კურსი, რაც მოიცავს: უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთზე ზეწოლას, რომ მან უკანონო აგრესია შეწყვიტოს და დანარჩენი მსოფლიოსთვის დახმარების გაწევას ომის შედეგებთან გასამკლავებლად.

ეს ის არის, რასაც უკვე ერთი წელია წარმატებით ვახორციელებთ. შემოვიღეთ უპრეცედენტო სანქციები; შევამცირეთ დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ საწვავზე; მთავარ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით 50%-ით შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები ენერგეტიკის სფეროდან, რომელსაც კრემლი თავისი აგრესიის დასაფინანსებლად ყენებს. ერთობლივი მუშაობით შევამსუბუქეთ გლობალური ტალღოვანი ეფექტი საკვებისა და ენერგიის ფასების კლებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ჩვენი „სოლიდარობის გზებისა“  (Solidarity Lanes) და „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ (Black Sea Grain Initiative) წყალობით.

გვინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი თავის დაცვა -ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება – მაგრამ მას ამისთვის თავდაცვის საშუალებები სჭირდება. ასე რომ, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად,  ევროკავშირმა იარაღი მიაწოდა ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ. ევროკავშირი დღეს უკრაინელ  სამხედროების წვრთნების მთავარი უზრუნველმყოფელია, რომ მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა შეძლონ. ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვან მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვაწვდით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დადებითად ვუპასუხოთ. დაბოლოს, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ.

უკრაინამ თავისი გასაოცარი მედეგობა ნაწილობრივ ამ მხარდაჭერის წყალობით აჩვენა. გლობალური სანქციებისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრ–სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საერთაშორისო დაგმობის გამო, რუსეთი უფრო მეტად იზოლირებული გახდა. ჩვენი კოლექტიური მიზანი არის და იქნება დემოკრატიული უკრაინა, რომელიც გაიმარჯვებს, გადევნის დამპყრობელს, სრულად აღადგენს თავის სუვერენიტეტს და საერთაშორისო კანონიერებას.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვინდა, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი, ყოვლისმომცველი და მყარი მშვიდობა. უკრაინის მხარდაჭერა და მშვიდობისთვის მუშაობა ერთმანეთის თანმხლებია.

რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი და მისი უფრო ფართო, მადესტაბილიზირებელი ქმედებები წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს, რომელიც  დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მოქმედებს. ვნახეთ შედეგები რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის, რომელიც ცდილობს წარსულის მემკვიდრეობის გაღვივებას; ასევე ვხედავთ ინფორმაციით მანიპულირებისა და საგარეო ჩარევაზე მიმართულ უზარმაზარი მასშტაბის მცდელობებს. სწორედ ამიტომ, ამ საფრთხის დასაძლევად ევროკავშირი პარტნიორებთან, განსაკუთრებით მომავალ წევრ–ქვეყნებთან მუშაობს. ამის მთავარი ნაწილი მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერა. ამასთანავე, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების  მხარდაჭერასაც ვაძლიერებთ.

უფრო ზოგადად, რუსეთის თავდასხმამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნებს და ხალხ თავისი მომავლის განსაზღვრაში თავისუფლება სჭირდება. ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ მზად ვართ ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების სურვილს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ჩვენს კავშირში ინტეგრირება მოვახდინოთ; ამ მიზნის განსახორციელებლად თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს ნიშნავს ერთობლივ მუშაობას უფრო მედეგი და ინკლუზიური საზოგადოებებისა და ეკონომიკების შესაქმნელად, ჩვენი დემოკრატიების გასავითარებლად და სოციალური თანასწორობის განსამტკიცებლად.

ისტორია და სამართლიანობა უკრაინის მხარესაა. მაგრამ ისტორიის დასაჩქარებლად და სამართლიანობის მისაღწევად, ჩვენი „სამმაგი სტრატეგია“ უნდა გავაძლიეროთ. ვიცით, რომ ეს კოლექტიური ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ყველა პარტნიორი ერთობლივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით იმოქმედებს იმისთვის, ომ აგრესია დამარცხდეს და საერთაშორისო სამართმა გაიმარჯვოს.