დეზინფორმაციული ნარატივები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ

13.12.2021

„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (EaP) 2009 წელს დაფუძნდა და მის მიზანს წარმოადგენს
ურთიერთობების გაღრმავება და გაძლიერება ევროკავშირს (EU-ს), მის წევრ ქვეყნებსა და ექვს
აღმოსავლეთ მეზობელს შორის, კერძოდ: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო,
მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და მისი წევრები დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნეები
არიან, რაც მათ მოქალაქეებს აღნიშნული ინიციატივისა და მისი სარგებლის შესახებ მკაფიო და
შემოწმებად ინფორმაციაზე წვდომას ართმევს. ყველაზე გავრცელებული დეზინფორმაციული
ნარატივები შიშს თესავს და ცდილობს ხალხი დაარწმუნოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“
წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევანის უფლება არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების მხრივ.

Click on the image below to download the factsheet.