ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრეს-სპიკერის განცხადება საქართველოს მოქალაქის ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე
დღეს, საქართველოს თვითაღიარებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ბ-ნ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება კიდევ ერთი წლით და ცხრა თვით გააგრძელა. 9 ნოემბერს ბ-ნ გაფრინდაშვილის დაკავების შემდეგ ევროკავშირმა არაერთხელ მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლება. დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, კვლავ ვაჟღერებთ ჩვენს მოლოდინს, რომ ცხინვალში კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაათავისუფლებს ბ-ნ გაფრინდაშვილს და იგი ოჯახს დაუბრუნდება. ჩვენ აგრეთვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმა ადგილობრივი მოსახლეობის შეუზღუდავი და თავისუფალი გადაადგილების აღსადგენად.