ელჩი კარლ ჰარცელი ევროკავშირის შესწავლისა და მის შესახებ სწავლების თაობაზე

21.10.2021

2021 წლის 15 ოქტომბერს ერაზმუს+ დღეების აღსანიშნავად ელჩმა კარლ ჰარცელმა კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის შესახებ სწავლების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე ისაუბრა

"როგორ ვასწავლოთ ევროკავშირის შესახებ ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში"

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გამოსვლა

 

ნება მიბოძეთ, დავიწყო მადლობით პროფესორ შენგელიას და კავკასიის უნივერსიტეტ მიმართ დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის, და ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახლო და ძალიან ენერგიულ პარტნიორს, დოქტორ ღლონტს, ისევე როგორც პროფესორებ, მასწავლებლებ და სტუდენტებ, რომლებიც დღეს გვესწრებიან.

არსებობს ბრძნული გამონათქვამი, რომ თქვენ მტერუნდა იცდეთ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია იცდეთ თქვენ მეგობრებს - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გყავთ ისეთი მრავალმხრივი და მრავალფეროვანი მეგობარი, როგორიც ევროკავშირი!

ერთხელ ად ვიყავი ევროპათმცოდნეობის მოწვეული პროფესორი აშშ ვაიომინგის უნივერსიტეტში.

  • ჩემთვის, როგორც ევროკავშირის დიპლომატისთვის, ეს საინტერესო გამოცდილება იყო, რომელმაც აკადემიური თვალსაზრისით გამაცნობიერებინა, რას ვაკეთებდი პრაქტიკულად მანამდე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორ მუშაობს ეს და რატომ მუშაობს?
  • უფრო მეტიც, მომცა საშუალება, რომ ამ ცოდნის მცირე ნაწილი საქართველოშიც გადმომეტანა, რადგან შემთხვევით აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი იყო ახალგაზრდა საქართველოდან. სტუდენტი, რომელიც მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა, რათა სხვა საკითხებთან ერთად წარმატებული კარიერა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით გაეგრძელებინა.

ევროკავშირის შესწავლა მნიშვნელოვანი თემა რატომ არის?

 

პირველ რიგში, როგორც აღვნიშნეთ, კარგია საკუთარ მეგობრებცნობდე.

ევროკავშირი უნიკალური კონსტრუქცია, რომელიც არ არის გაეროს, ეუთოს და სხვა ორგანიზაციების მსგავსი. იგი ბევრად უფრო რთული და მისი ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსთვის მეტად მნიშვნელოვანი.

ის მრავალმხრივი, მაგრამ მხოლოდ გარკვეულწილად - მუდმივად მზარდი უფლებამოსილებით, რომელიც ენიჭება ინსტიტუციებს იმისთვის, რომ მთავარ პოლიტიკურ სფეროებს უხელმძღვანელოს ან გაუძღვეს.

იმის არ ცოდნა, თუ ინსტიტუციებს შორის კონკრეტულად რომელი რას აკეთებს და როგორ ურთიერთობენ ისინი წევრ სახელმწიფოებთან, ნიშნავს რომ თქვენ ბევრად ნაკლებად ეფექტიან იქნებით ევროკავშირთან დიპლომატიურ თუ სხვა სახის ურთიერთობებში.

 

მეორე, ევროპული პროექტის ისტორიისა და ევოლუციის გაცნობიერება არა მხოლოდ ქმნის წარმოდგენას იმ გზ შესახებ, რომელიც შეიძლება სხვაგან განმეორდეს - მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ, არამედ ასევე უზრუნველყოფს უფრო ღრმა გააზრებას ევროპული გონების სულის შესახებ, იქნება ეს თავად ევროკავშირში პოლიტიკის შემუშავებსთან, თუ მის საგარე ურთიერთობებთან დაკავშირებული.

შთამაგონებლი, მაგრამ თავდაცვითი, ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შექმნის იდეიდან, რომელიც მიზნად მომავალ ომების თავიდან აცილებას ისახავდა, ევროკავშირი გადავიდა რესურსების გაერთიანების და უფლებამოსილებათა ნებაყოფლობით გადაცემის ეტაპობრივ მიდგომაზე, რომელსაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობა სუვერენულად მიიჩნევდა, რაც მოიცავს ვაჭრობას, საზღვრებ, სოფლის მეურნეობის პოლიტიკას და საერთო ვალუტას, ამიტომაც ევროკავშირი უნიკალური პროექტია.

მაგრამ, ევროკავშირის სისტემაში პრაქტიკოსის პოზიციიდანაც კი, იშვიათად ჩერდებით იმისთვის, რომ საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა - როგორ მოხდა ეს ევოლუციური პროცესი და რატომ გრძელდება ევოლუცია. ვაიომინგში ყოფნისას ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ისეთი თეორიების შესწავლა, როგორ არის ნეოფუნქციონალიზმი, რადგანაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით  შემიძლია მისი ახსნა-განმარტებითი ღირებულება დავადასტურო.

 

მესამე, ეს განიჭებთ თავდაჯერებულობას და გაგებინებთ, თუ რა სურს ევროკავშირს ისეთი პარტნიორისთვის, როგორიც საქართველო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი დასკვნა, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპული პროექტიდან გამოიტანეს, არის ის, რომ ევოლუცია მოთმინებას მოითხოვს. ვისწავლეთ მოლაპარაკებების უპირატესობის შესახებ და რომ მოლაპარაკებებში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი გზა მოლაპარაკებების შეწყვეტლად გაგრძელება. ვისწავლეთ კომპრომისის პატივისცემა და ყველა მხარესთვის მომგებიანი სიტუაციების შექმნის სურვილი, რომლიც ჩვეულებრივ უფრო მყარია, ვიდრე მოგება-წაგების სცენარები.

ამ პროცესში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ადრე გაიგეს, რომ ჯობია ყავდეთ სტაბილური და აყვავებული მეზობლები, ვიდრე სუსტი და ღარიბი. ევროკავშირის შიდა ბაზარი ემყარება მოსაზრებას, რომ ვაჭრობა არის ორმხრივი მოგება, ორივეს - გამავალ და შემომავა ინვესტიცია სარგებელ მოაქვს, პარტნიორების ყოლა კვლევისა და ტექნოლოგიისთვის უფრო დიდი შანსის მომტანი, ვიდრე ამის მარტო გაკეთება და ..

ევროკავშირი საქართველოში ასეთ პარტნიორს ეძებს. გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს. გვინდა, რომ ის იყოს სტაბილური და აყვავებული და დარწმუნებულნი ვართ, რომ დემოკრატია, კანონის უზენაესობა და საბაზრო ეკონომიკა მთავარი ინგრედიენტების შორისაა ამ მიზნის მისაღწევად.

რობერტ კუპერმა, ჩემმა კარგმა მეგობარმა და ევროპელმა მეცნიერმა, ერთხელ ევროკავშირის და აშშ- საგარეო პოლიტიკა ერთმანეთს შეადარა, სადაც ამოსავალ წერტილად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის რუზველტის ციტატაიღო. რუზველტმა ერთხელ თქვა, რომ კარგი დიპლომატიისთვის უნდ „ილაპარაკო რბილად და გეჭიროს დიდი ჯოხი“. რობერტ კუპერი ამტკიცებდა, რომ ევროკავშირის დიპლომატია არის "რბილად ლაპარაკი და დიდი თაფლაკვერის დაჭერა". შეიძლება ზედმეტად გამარტივებულია, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტია.

რა არის ეს თაფლაკვერი აქ, საქართველოში?

პირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის; მისი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელმაც ევროკავშირის მთელი ბაზარი ქართული ექსპორტისთვის გახსნა. ვიცით, რომ ეს მომგებიანი პოლიტიკა.

ახლა უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაცილებით მეტი ქართული ექსპორტი გვინდა, ვიდრე ახლა გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, მაგრამ ექსპორტის ზრდა კვლავ შენელებულია, ძირითადად იმის გამო, რომ ევროკავშირის ბაზარზე მოსახვედრად საჭიროხარისხის და რაოდენობის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებ. თუმცა, ჩვენ საქართველოსთან ერთად ამ საკითხებზეც ვმუშაობთ, როგორიცაა სწორი კანონმდებლობის დანერგვა, საქართველოს კომპანიებისთვის დახმარებ, დაიწყონ მუშაობა და ევროკავშირის სტანდარტები გამოიყენონ, ერთად იმუშაონ და იპოვონ პარტნიორები ევროპაში - მთელი ღირებულების ჯაჭვის ფარგლებში. ნელა, მაგრამ აუცილებლად ამ მიზანს მივაღწევთ. ამ კონტექსტში, კიდევ ერთი სასიხარულო ამბავია ის, რომ მას შემდეგ, რაც გექნებათ პროდუქტი, რომელიც ევროკავშირის ბაზრთვის მისაღები იქნება, იგი მისაღები იქნება მთელ მსოფლიოში, რადგან ევროკავშირი გლობალური ვაჭრობისთვის ოქროს სტანდარტ დამწესებელია!

ევროკავშირი ასევე არის საქართველოს უმსხვილესი დონორი, სადაც ვენ დელეგაცია ხარჯავს დაახლოებით 120 მილიონ ევროს ყოველწლიურად, საიდანაც დაახლოებით 40% განკუთვნილია ეკონომიკური და ბიზნესის განვითარებისთვის, 20% ინსტიტუციური განვითარებისა და კარგი მმართველობისთვის, 15% გარემოს დაცვისა და კავშირისთვის, 10% ადამიანებს შორის კონტაქტებისა და მობილობისთვის და კიდევ 15% იყოფა მრავალ სფეროზე, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობა და კომუნიკაცია.

ასევე გვქონდა დიდი ძალისხმევა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგთან დაკავშირებით, უვიზო რეჟიმის მეშვეობით, რომელსაც ორივე მხარე აფასებს და განაგრძობს მუშაობას, რათა დარწმუნდეს, რომ ის სათანადოდ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, მომავალში მეტი ძალისხმევა იქნება გაწეული საქართველოს კავშირების განმტკიცების დღის წესრიგთან დაკავშირებით,  სადაც ევროკავშირი ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად შეეცდება შავი ზღვიახალი, სტრატეგიული ინვესტიციები გამოიყენოს და გამყოფი წყლებიდან გადააქციოს იგი ხიდად თანამშრომლობისა და ინტეგრაციისთვის.

მოდის თუ არა ჩვენი დახმარება უპირობოდ? რა თქმა უნდა არა! თუმცა, ეს პირობები შეღავათების, კონტრაქტების, პირადი მფარველობის ან მსგავს  მოთხოვნებამდე არ დადის. ეს პირობები ძირითადად რეფორმების მოთხოვნას უკავშირდება. არის მოთხოვნები მთავრობისა და პარლამენტის მიმართ, გააგრძელონ ქვეყნის მოდერნიზაცია მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითებისა და პრაქტიკის საფუძველზე, რომელიც შეგვიძლია ევროკავშირში შემოგთავაზოთ.

 

მეოთხე, და ჩემი არგუმენტების ჩამონათვალში უკანასკნელი - შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის კვლევები ასევე შეიძლება იყოს სარკე, რომელიც დადგება ისეთი ქვეყნის წინ, როგორიც საქართველოა; პოლიტიკოსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, მეცნიერებისთვის, ასევე რიგითი მოქალაქეებისთვის.

ადრე ვისაუბრე ევროკავშირის მოლაპარაკებების ტრადიციაზე, კომპრომისების მიღწევის უპირატესობაზე და ყველა მხარესთვის მომგებიანი სიტუაციების გამოვლენისა და მათ მისაღწევად ბრძოლის აუცილებლობაზე. მჯერა, რომ ამ ოთახში ბევრი დაეთანხმება, რომ აქ საქართველოშეიძლება გაკვეთილი ისწავლოს, ძალიან პოლარიზებული პოლიტიკური გარემოთი დაწყებული, სადაც, შესაძლოა კომპრომისის პატივისცემა საკმარისად მაღალი არ არის. და სადაც ყველა მხარესთვის მომგებიანი გადაწყვეტილებების პოვნის მოსაზრება, ძირითადად უკუგდებულია, უფრო მაქსიმალისტური მიზნების მისაღწევად.

ამ საკითხ მეტად არ ჩავუღრმავდები. უბრალოდ უნდა ითქვას, რომ ყველას შეუძლია სხვისგან სწავლოს და ამით სარგები მიიღოს, იმის გათვალისწინებით, თუ რა იდეების აღება  შეიძლება იყოს ღირებული.

თუ ჩემი საუბრის საგანი შეიძლება ჩაითვალოს არგუმენტად იმის სასარგებლოდ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის კვლევები, ნება მიბოძეთ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროკავშირი ასევე ძალიან ჩართულია საქართველოში ამგვარი შესაძლებლობების განვითარებაში.

ერაზმუს+ პროგრამამ საქართველოში უდიდეს წარმატება მიაღწი. ფაქტიურად, საქართველო სტუდენტური გაცვლითი ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მსოფლიოს ტოპ ათეულ ქვეყნ შორისაა, რაც აჩვენებს ქართველი სტუდენტების დიდ ინტერესს ევროკავშირში სწავლის მიმართ და ასევე ევროპელი სტუდენტებისთვის საქართველოს უნივერსიტეტებ მიმზიდველობას.

ჟან მონეს ქმედებები, რისი მაგალითიც არის დღევანდელი დისკუსია, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ევროკავშირის შესახებ მეტი ცოდნის მისაღებად. ამჟამად ჩვენ გვაქვს 16 ჟან მონეს პროექტი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, რაც ცუდი არ არის, მაგრამ შესაძლოა, ამ თანამშრომლობას ჯერ კიდევ აქვს გამოუყენებელი დიდი პოტენციალი ზრდისთვის.

ამ სიტყვებით, მინდა ჩემი დღევანდელი პრეზენტაცია დავასრულო და ყველას კარგი დისკუსია გისურვოთ.

მივესალმები საქართველოს ყველა დაწესებულებას, პროფესორს, მასწავლებელს და სტუდენტს, რომელიც ევროკავშირის კვლევებით არის დაკავებული და ევროკავშირი-საქართველოს დღის წესრიგის წინსვლას ემსახურება!

 

დიდი მადლობა!