პრესსპიკერის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

05.10.2020

30 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გადასინჯვას.  ამ შერჩევის პროცესში არსებული ხარვეზების გამო ევროკავშირმა და სხვა ძირითადმა დამკვირვებლებმა შეშფოთება არაერთხელ გამოხატეს.

სამწუხაროა, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მოსაზრების გამოქვეყნებას, რომელიც მან თავად მოითხოვა და რაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. ეს არის საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ მეტი ნდობის  შექმნის დაკარგული შესაძლებლობა.

ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობას და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად შერჩევის პროცესის წესებს დამატებითად განიხილავს.

სასამართლო სისტემაში ეთიკისა და მიუკერძოებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვას საკვანძო მნიშვნელობა აქვს საქართველოსადმი მისი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობისთვისა და ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის.

Peter Stano
Lead Spokesperson for Foreign Affairs and Security Policy
+32 (0)460 75 45 53