ქართული ლოკოკინების გატანა შესაძლებელია ევროპულ ბაზარზე

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ლოკოკინები კვების წარმოებაში გამოიყენება. ამ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა და საქართველო, მისი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ლოკოკინების წარმოებისთვის იდეალურ ადგილად მიიჩნევა. ამჟამად, საქართველოში ლოკოკინები დაახლოებით 50 ფერმაში იწარმოება.
ლოკოკინების წარმოება, ამ პროდუქტზე მაღალი მოთხოვნის, დაბალი საწარმოო ხარჯებისა და მაღალი შემოსავლების გამო, მიმზიდველ საქმიანობად ითვლება. საქართველოში ფერმერებს წარმოების დაწყება 0.5 ჰა მიწის ფართობზეც შეუძლიათ, ხოლო წარმოებულ პროდუქტს ევროპის ბაზარზე 10 ლარზე მეტ ფასად გაყიდიან.
დამატებითი ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების შესახებ იხ. აქ, ხოლო ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის გაწეული დახმარების შესახებ - აქ.