საქართველო: ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლოდროინდელ დარღვევასთან დაკავშირებით

03.05.2025
ბრიუსელი
EEAS Press Team

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებაზე სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში. 

ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდი სოხუმის აეროპორტისთვის, არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მიმართული მორიგი ნაბიჯი. 

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

Anouar EL ANOUNI
Spokesperson for EU Foreign Affairs and Security Policy
+32 (0) 229 13580