ის წარმოადგენს ევროპის საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის პირდაპირი უფლებამოსილებით მუშაობს

  • Image
    Portrait photo of Ambassador of the EU Delegation to Georgia, Carl Hartzell
    Caption

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის, კარლ ჰარცელის პორტრეტული ფოტო

    Copyright: EU Delegation

ელჩის მიმართვა

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროკავშირის სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებას 2018 წლიდან საქართველოში ევროკავშირის ელჩად მუშაობისას ვიყენებ

ჩემი კარიერა შვედეთის შეიარაღებული ძალების შტაბში 1993 წელს დავიწყე, შემდეგ ერთი წელი თავდაცვის სამინისტროში, და სამი წელი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სტოკჰოლმში ვიმუშავე. 

1999 წლიდან მეკავა სხვადასხვა თანამდებობები ბრიუსელში, ვმუშაობდი როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, ასევე შვედ დიპლომატად, მათ შორის, ვიყავი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის ხავიერ სოლანას კაბინეტის ევროკავშირის პოლიტიკის განყოფილების წევრი, შვედეთის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში ევროკავშირის წარმომადგენლის მოადგილე და საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის კეტრინ ეშტონის კაბინეტის წევრი. საქართველოში ჩამოსვლამდე ვმუშაობდი ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის უფროს მრჩევლად საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 

საქართველოში ყოფნის პერიოდში, მქონდა სიამოვნება ქვეყნის ფერადოვან პოლიტიკურ და ბუნებრივ ლანდშაფტს გავცნობოდი, ადგილზე მენახა ევროკავშირის არსებითი დახმარების შედეგი და თბილ, ინოვაციურ და საინტერესო ადამიანებს შევხვედროდი. ჩემი მანდატი მოიცავს საქართველოში ევროკავშირის წარმოდგენას, ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას და მუშაობას ჩვენი მყარი ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და გაღრმავების მიმართულებით. 

საქართველოში გატარებული დრო აქამდე ჩემთვის ნამდვილად სულიერად გამამდიდრებელი იყო და იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებ საქართველოს მრავალფეროვანი სიმდიდრის შესწავლას, რომელსაც ეს ქვეყანა მთავაზობს ჩემი აქ მუშაობის განმავლობაში.