THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2016”

23.09.2016
Text

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის I საერთაშორისო სამიტი არის ხელნაკეთი ნივთების პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენა სამხრეთ კავკასიაში.  რეგიონისთვის ეს არის პირველი პრეცედენტი: ერთ სივრცეში გაერთიანდეს  ტრადიციული რეწვის, გამოყენებითი დეკორატიული ხელოვნებისა და დიზაინის პროდუქცია, ახლებურ კონტექსტში წარმოჩნდეს  შემოქმედებითი ინდუსტრიის ამ დარგების ურთიერთკავშირი და კულტურის როლი მდგრადი სოციალურ ეკონომიკის განვითარების სფეროში.
სამიტის ექსპო თავს უყრის როგორც ადგილობრივ მწარმოებლებს, ისე მონაწილეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან, რაც სამომავლო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს პლატფორმას შექმნის. ამავდროულად, მოწვეულნი არიან საერთაშორისო ბაიერები და წარმატებული დიზაინერები, რომელთა გამოცდილებაც მნიშვნელოვნად გაამდიდრებს  მონაწილეების ცოდნას საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებსა და ზოგადად, რეწვისა და დიზინის პროდუქციის ბიზნესზე.
საერთაშორისო ბაზარზე წვდომისა და კავშირების ხელშეწყობის მიზნით, ექსპოს პრალელურად, სამიტი მოიცავს პროფესიულ უორკშოფებს, საკომუნიკაციო შეხვედრებს, საჯარო ლექციებს, პრეზენტაციებსა  და სხვადასხვა აქტივობებს. გამოცხადდება კონკურსის “საუკეთესო სტენდი” გამარჯვებული, რომლის გამოვლენისას პრიორიტეტი მიეცემა, როგორც ექსპოზიციის დიზაინს, ბიზნეს ინფორმატიულობას, ასევე სტენდზე მონაწილეების ურთიერთ თანამშრომლობასა და კოოპერაციას.  ყოველივე ეს, ვფიქრობთ  “ეთნოFFესტ  2016-ს” კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო მოვლენად აქცევს.
“ეთნოFესტ 2016”-ის ჩატრების ერთ-ერთი მიზანია საფუძველი ჩაეყაროს საქართველოში მსგავსი შეხვედრების ტრადიციას და თბილისის “ეთნოFესტ”-მა სათანადო ადგილი დაიკავოს მსოფლიოს მსგავსი ჩვენებების და თავყრილობების სიაში.
სამიტი ხორციელდება ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის “ტრადიციული რეწვა საქართველოში, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისათვის”ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის Iნვესტინგ ინ Pეოპლე პროგრამის მიერ. პროექტის პარტნიორები: თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ფონდი. ასოცირებული პარტნიორები: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ბრიტანეთის საბჭო –საქართველო.
სამიტის თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან  საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო, თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, აშშ საელჩო საქართველოში, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი.
ნათია მურაჩაშვილი, პრ@გაცცგეორგია.ორგ  577545005  

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia