ლტოლვილთა დანიის საბჭომ, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ და პროექტის პარტნიორებმა საზეიმოდ დახურეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდასაჭერად
ღონისძიებაზე გაიმართა დევნილი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა, რომლებმაც პროექტის ფარგლებში 19 თვის მანძილზე დაფინანსება და ტექნიკური დახმარება მიიღეს. პროექტის ფარგლებში ჯამში ხუთი ქალაქის მასშტაბით 516 მცირე მეწარმის ბიზნეს იდეა და საარსებო წყაროების ინიციატივა დაფინანსდა. გამოფენაზე მეწარმეებს საშუალება მიეცათ საკუთარი ნაწარმი და ბიზნეს ორგანიზაციები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ ისეთ სფეროებში როგორიცაა საკონდიტრო ნაწარმის წარმოება, თექის წარმოება, ქარგვა, ოქრომჭედლობა, ფეხსაცმლის წარმოება და სხვა.
ბაია ემხვარი, ფოთი
ნემო ჯალაღონია, ზუგდიდი
შორენა ბერიძე, ბათუმი
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პროექტის სხვადასხვა აქტივობებს ფოტო-გამოფენისა და დოკუმენტური ფილმის საშუალებით.
ღონისძიებაზე მონაწილეები ასევე გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებსა და მიღწეულ ძირითად შედეგებს:
- 713 დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი დაესწრო ბიზნესის მართვის ტრენინგს;
- 516-მა დევნილმა, ეკომიგრანტმა და მასპინძელი თემის წარმომადგენელმა მიიღო ბიზნეს გრანტი
- 39-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ინდივიდუალური ბიზნეს მენტორინგით;
- 142 ახალი სამუშაო ადგილი შექმნეს მცირე და საშუალო მეწარმეებმა, მათ შორის;
- ინდივიდუალური ბიზნეს გრანტის მიმღებ ბენეფიციარებსა და მცირე და საშუალო მეწარმეებზე სულ გაიცა;
- ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა სამიზნე ქალაქებში;
- შეიქმნა ბიზნესის ხელშემწყობი ვებ-პორტალი: www.livelihoods.ge
- 873 დევნილმა და მასპინძელი თემის წარმომადგენელმა მიიღო ინფორმაცია და კონსულტაცია საარსებო წყაროების შესაძლებლობებზე ბიზნეს საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით;
- 49 სათემო ორგანიზაცია შეიქმნა პროექტის ფარგლებში;
- დვოკატირების კამპანია დაიგეგმა და განხორციელდა და 7 582-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ადვოკატირების კამპანიაში, მათ შორის;
- შეიქმნა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი „პრო-ინტეგრაცია“, რომელიც ხელს შეუწყობს დევნილი და ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტეგრაციას;
- სათემო ორგანიზაციებმა გაიარეს 30 ტრენინგი, ჩაატარეს 6 საველე კვლევა და იდენტიფიცირება გაუკეთეს 19 პრობლემას.
ღონისძიება გაიმართა IDP IV პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავდა დევნილი და ომით დაზარალებული თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდებოდა ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ. პროექტის საერთო ბიუჯეტი 2,222,222 ევროს შეადგენს და იგი 19 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში - ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი - განხორციელდა.