THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია ბრიუსელში ევროკავშირის შტაბ-ბინებს სტუმრობს

11.11.2016
Teaser

ევროკავშირი ბრიუსელში მეუფე თეოდორესა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს მასპინძლობს! ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გუშინდელ შეხვედრაზე, აღმასრულებელემა დირექტორმა თომას მაიერ ჰართინგმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ შესანიშნავ ურთიერთობასა და საქართველოს მართმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელოვან როლს ქართულ საზოგადოებაში.

Main Image
Text

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ბრიუსელში. ვიზიტის ფრაგლებში, დელეგაცია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ სტრატეგიული კომუნიკაციის  ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯაილს პორტმანს, ცენტრალური აზიის მიმართულების აღმასრულებელდირექტორს, ტომას მაირ ჰარტინგსა და ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის ევროკომისარს, ქრისტოს სტილიანიდის შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებზე, საერთო ღირებულებებსა და იმ მნიშვნელოვან როლზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს  მართმადიდბელურ ეკლესიას უჭირავს ქართულ საზოგადოებაში. ვიზიტი 7 ნოემბერს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

დელეგაცია სტუმრობს ნატოს შტაბ-ბინებს, ევროპარლამენტს, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტს (EESC) და სხვა ინსტიტუტებს. დელეგაციას თან ახლავს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", რომელზეც 2017 წლის ნოემრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ახალი გადაცემები დაიწყება.

პროექტს განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD), სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საპატრიარქოს განათლების სისტემასა და წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

 

Post category
News stories
Editorial sections
Georgia