ევროკავშირი იწყებს პროექტს საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის სისტემის გასაძლიერებლად
პროექტის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს ჯანმრთელობის ეფექტური სისტემის ხელშეწყობასა და ჯანდაცვის მხრივ არსებული ვითარების გაუმჯობესებას, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ. ევროკავშირის მიერ 1.3 მილიონი ევროთი დაფინანსებულ პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული სამსახურები და მათი პარტნიორები მოცემულ სფეროში (იტალია, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი). პროექტის ბენეფიციარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სადაც გაიმართა გახსნის ცერემონია.
ღონისძიება გახსნეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ბ-ნ დავით სერგეენკომ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ბ-ნ აკაკი ჯამბურიამ, იტალიის რესპუბლიკის ელჩთან - ბ-ნ ანტონიო ენრიკო ბარტოლისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილესთან - ბ-ნ კარლო ნატალესთან ერთად.
პროექტის მიზანია, საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება ევროპულ მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით, გარემოს ჯანმრთელობის საკითხების მართვის გაუმჯობესება, გრძელვადიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის უზრუნველყოფა და სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
პროექტი გრძელდება 2018 წლის ბოლომდე და ხორციელდება იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტისა (Istituto Superiore di Sanità) და ფონდი „მინოპრიოს“ (Fondazione Minoprio) მიერ, პარტნიორ ინსტიტუტებთან - ინგლoსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სააგენტოსა (PHE) პოლონეთის პროფესიული მედიცინის ინსტიტუტთან (NOFER) ერთად.
მოსალოდნელი შედეგებია:
- საქართველოში გარემოს ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის გადახედვა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული გარემოს ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული დანართების დებულებების შესაბამისად;
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გარემოსა და ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეულის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება;
- გარემოს ჯანმრთელობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშეწყობა, გარემოსა
და კლიმატთან დაკავშირებული ღონისძიებების სფეროში ევროკავშირთან მიახლოებისათვის გათვალისწინებული სამუშაო გეგმის შესაბამისად;
- გარემოს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე მომუშავე პერსონალის, მათ შორის ხელმძღვანელებისა და გადაწყვეტილების მიმღების პირების შესაძლებლობების გაზრდა, გარემოს ჯანმრთელობის ეფექტური მართვის სისტემის დანერგვასთან ერთად, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
ზოგადი ინფორმაცია:
საჯარო სამსახურების დაძმობილების ეს პროექტი საქართველოსადმი ევროკავშირის უფრო ფართომასშტაბიანი სექტორული მხარდაჭერის შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს ქვეყნის დახმარებას, გარემოს ჯანმრთელობის სისტემების ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციისათვის. თვინინგი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ბენეფიციარი ქვეყნების ექსპერტულ პოტენციალს, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
საკონტაქტო პირები:
ბ-ნი ჯორჯო არდუინო
პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩეველი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ელ. ფოსტა: info.genvhe@gmail.com;
მობ.: +995 599 44 06 82;
ქ-ნი ნანა გაბრიაძე
პროექტის მუდმივი უცხოელი მრჩევლის ქართველი პარტნიორი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ელ. ფოსტა: gabriadzenana79@gmail.com;
მობ.: +995 595 45 54 97;
ბ-ნი მიკოლაი ბეკასიაკი
კომუნიკაციების მენეჯერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ელ. ფოსტა: Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu