THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვებ-საიტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

19.06.2017
Teaser

საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს უკვე შეუძლიათ იხელმძღვანელონ ინფორმაციის ახალი წყაროთი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA). პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა ახალი საინფორმაციო პორტალი ერთობლივად გამოაქვეყნეს.

Text

ვებ-საიტს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. იგი შეიქმნა ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით: "მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში".

www.dcfta.gov.ge 19 ივნისიდან ამოქმედდა და მასზე განთავსებულია დაწვრილებითი ინფორმაცია DCFTA-სთან დაკავშირებით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ვებ-საიტი დამსწრე სტუმრებს წარუდგინა, რომელთა შორის იყვნენ მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, გერმანიის ელჩი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი, ქართული ბიზნეს წრეების უამრავი წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

GIZ-ის პროგრამის დირექტორმა, კატია კამერერმა აღნიშნა, რომ უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში გერმანია მხარში ედგა საქართველოს განვითარების გზაზე და GIZ ამაყობს, რომ დღეს უკვე შეუძლია ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ხელი შეუწყოს DCFTA-დან სარგებლის მიღებაში.

ახალი ვებ-საიტი მოიცავს ყველა საკითხს, რაც დაკავშირებულია DCFTA-სთან და ამასთანავე, იძლევა კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობას. მასზე განთავსებულია პრაქტიკული, საკანონმდებლო და სხვა შესაფერისი ინფორმაცია მეწარმეებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შენიშვნები ან რჩევები გაუგზავნონ შესაბამის უწყებებს DCFTA-ს ფარგლებში შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით.

პროექტი "მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება და DCFTA საქართველოში" თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, რომელსაც GIZ ახორციელებს. პროექტი ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში და ახალ მარეგულირებელ გარემოსთან შეგუებაში, რაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შექმნა. ეს პროექტი "ევროკავშირი ბიზნესისთვის" (EU4Business) ინიციატივის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-დან სარგებლის მიღებაში, რაც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, ბიზნესის ცოდნისა და უნარების ამაღლებას და მსგავსი საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას (დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-საიტზე: www.eu4business.eu).

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia