THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდასაჭერად ევროკავშირის პროექტი დაიწყო

26.09.2017
Teaser

პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარებას ევროკავშირისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

Text

ახალი პროექტი, 1.2 მილიონი ევროს ბიუჯეტით (3.5 მილიონი ლარი), 21 თვეს გაგრძელდება და განხორციელდება ბრიტანეთის სტანდარტების ინსტიტუტის მიერ, დანიის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტსა და ლატვიის სტანდარტთან ერთად, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით.

პროექტი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში მრეწველობის, ბიზნესისა და მუშახელისთვის საერთაშორისო სტანდარტის, ხარისხიან მეტროლოგიურ და სტანდარტიზაციის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას, ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლებას და როგორც სამუშაო პროცედურების, ასევე პროცესების დახვეწას.

პროექტი დაძმობილების (Twinning) ფორმით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოები და ინსტიტუტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და პროცედურებს გააცნობენ ბენეფიციარი ქვეყნის ინსტიტუტებს. იგი სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ.

 

დაძმობილების პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://ec.europa.eu/enlargement/tenders/twinning/index_en.htm 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

 

დავით ტყემალაძე

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი

d.tkemaladze@geostm.ge

 

ვიქტორას ზაბოლოტნას

დაძმობილების პროექტის ადგილობრივი მრჩეველი

viktoras.zabolotnas@bsigroup.com 

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia