THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირმა და KfW-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის" პროექტის განხორციელებაზე

21.12.2017
Teaser

The EU through its Neighbourhood Investment Facility (NIF) provided a EUR 9,9 mln (approx GEL 28 mln) grant to support the program on “Extension of the Georgian Transmission Network”, co-financed by KfW.

Text
  • ევროკავშირმა თავისი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის (NIF - Neighbourhood Investment Facility) მეშვეობით გამოყო გრანტი 9,9 მილიონი ევროს (დაახლოებით 28 მილიონი ლარი) ოდენობით, „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ მხარდასაჭერად, რომელიც KfW -ს მიერ არის თანადაფინანსებული.
  • KfW-მ როგორც ევროკავშირის NIF -ის დელეგირებულმა ორგანომ დაფინანსების და პროექტის განხორციელების შეთანხმება გააფორმა შესაბამის პარტნიორებთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან (სსე);  
  • პროგრამის მიზანია ა)გადამცემი ქსელის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ჰიდროელექტროსადგურების ქსელში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით ბ) ელექტროენერგიის გადაცემის მოცულობის გაზრდა, ასევე მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობის შესაძლებლობის გაძლიერება; გ)საქართველოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გაზრდა;
  • პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: წყალტუბო- ახალციხე-თორთუმის ხაზი, გურიაში გადამცემი ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ჩრდილოეთ რგოლის მშენებლობა, კახეთის გადამცემი 30 ინფრასტრუქტურის გაძლიერება;
  • ევროკავშირის NIF-ის დახმარება, 9,9 მილიონი ევრო (დაახლოებით 28 მილიონი ლარი), მოიცავს 5,9 მილიონ ევროს (დაახლოებით 17 მილიონი ლარი) საინვესტიციო კომპონენტს და 4 მილიონ ევროს (დაახლოებით 11 მილიონი ლარი) ტექნიკური დახმარების კომპონენტს;

 

2017 წლის 21 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონმა გიორგი ჩიქოვანმა, საქართველოს ელექტრო სისტემის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა სულხან ზუმბურიძემ და KfW-ს წარმომადგენელმა ბატონმა ჰანს რიკმა ხელი მოაწერეს დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების შეთანხმებას „საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამის“ ფარგლებში.

"ვულოცავ მხარეებს ამ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტის დაწყებას, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის დაახლოებით 30 მილიონი ლარის (10 მილიონი ევრო) მოცულობის საგრანტო მხარდაჭერით. დარწმუნებული ვართ, რომ გაფართოებული ელექტროგადამცემი ქსელი უზრუნველყოფს უფრო საიმედო მიწოდებას, ასევე შექმნის უკეთეს შესაძლებლობებს ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის. შესაბამისად, იგი გააძლიერებს საქართველოს როლს, როგორც რეგიონული ენერგო ჰაბისა. ცხადია ამას მოაქვს შესაძლებლობა შეიქმნას უფრო მეტი და უკეთესი დასაქმების საშუალება უამრავი ადამიანისთვის. წარმატებას ვუსურვებთ მხარეებს ამ პროექტის განხორციელებაში," - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირმა ამ ხელშეკრულების ფარგლებში თავისი სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმის (NIF) მეშვეობით გამოყო 9,9 მილიონი ევროს ოდენობის (28 მლნ ლარის) გრანტი.

ამ თანხიდან, 5,9 მილიონი ევრო (დაახლოებით 17 მილიონი ლარი) მოხმარდება წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის გადამცემი ხაზის მშენებლობას, ხოლო დარჩენილი 4 მილიონი ევროთი (დაახლოებით 11 მილიონი ლარი) დაფინასდება მთლიანი პროგრამის ტექნიკური დახმარება.

აღნიშნული გრანტი დაკავშირებულია 125 მილიონი ევროს (დაახლოებით 370 მილიონი ლარი) ოდენობის სესხთან, რომელიც უკვე გამოყოფილია გერმანიის განვითარების ბანკის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობის სახელით. გარდა ამისა, პროგრამა თანა-დაფინანსებულია EBRD- ის მიერ. პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 225.36 მილიონ ევროს (დაახლოებით 670 მლნ ლარი).

პროგრამის განხორციელება გაგრძელდება 2021 წლამდე .

"მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენ ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელს ვაწერთ დაფინანსებისა და პროექტის განხორციელების შეთანხმებას. ევროკავშირი (NIF) ხელს უწყობს პროგრამას, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად ენერგომომარაგებასა და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტის სამომავლო პოტენციალის გაზრდას . ევროკავშირმა ხელი შეუწყო არა მხოლოდ ამ პროგრამას, არამედ საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა რეგიონული მნიშვნელობის მქონე პროგრამებსაც, რომლებიც ასევე ფინანსდებოდა გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში. მათ შორისაა: შავი ზღვის ენერგოგადამცემი ქსელის და ჯვარის ქვესადგურის მშენებლობის პროექტები. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი ერთობლივი წვლილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის სამომავლო განვითარებაში", - განაცხადა ჰანს რიკმა. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამ შეთანხმების ყველა ხელმომწერ მხარეს.

 

KfW გერმანიის განვითარების ბანკი

KfW გერმანიის განვითარების ბანკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამფინანსებელი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში. KfW-ს მიზანია გერმანიის ფედერალური მთავრობის სახელით დაეხმაროს საქართველოს და ასევე სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებს ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. შესაბამისად, KfW აფინანსებს ინვესტიციებს ეკონომიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურაში და ხელს უწყობს კერძო სექტორს - განსაკუთრებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს.

საქართველოში KfW- მ საქმიანობა დაიწყო 1993 წლიდან. მას შემდეგ, 750 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა ენერგეტიკის, ფინანსური, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და ჯანდაცვის სექტორები. საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს მიეკუთვნება მთლიანი ინვესტიციის 50% -ზე მეტი (400 მლნ ევრო).

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

KfW-ს ოფისი, თბილისი/საქართველო

 

ბ-ნი კლაუს ფაიგელი, Klaus.Veigel@kfw.de

ბ-ნი ჰანს რიკი, Hans.Rieck@kfw.de

ქ-ნი იულია ჰაინცი, Julia.Heinz@kfw.de

ქ-ნი ნინო შანიძე, Nino.shanidze@kfw.de

 

გრიბოედოვის ქ. 31

ბიზნეს ცენტრი მერანი

0108 თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 32 220 03 20

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia