THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ინიციატივის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის საპილოტე პროექტს იწყებს

12.03.2018
Text

12 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საპილოტე პროექტის  „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ საჯარო წარდგენა გაიმართა.


პროექტის საჯარო განხილვას  გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ წარმომადგენლები  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


ღონისძიების მსვლელობისას პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ასეთი მასშტაბური  და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანებისათვის.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს დომინიკ პეპენჰაიმis განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი პროექტი სრულად მოდიოდა  შესაბამისობაში და აკმაყოფილებდა ევროკავშირის მოთხოვნებს პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით.


პიტერ კორსბიმ, პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერმა, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, როგორც კლუბის წევრი მუნიცპალიტეტის წარმომადგენელს, სიმბოლური სერტიფიკატი გადასცა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა.


პრეოქტი „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ევროკავშირმა 1 800 000 ლარი გრანტის სახით გამოყო გორის მუნიციპალიტეტისათვის.  პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2 087 991, 36 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 287 991, 36 ლარს შეადგენს.
გორის მუნიციპალიტეტი შეირჩა ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში.


პროექტის ხანგრძლივობა  28 თვეს  შეადგენს და მისი განხორციელება 2020 წელს დასრულდება.  პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სექტორში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა მხარდაჭერას მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის, მათი უნარების გაძლიერებისა და კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის დამყარების გზით. ასევე, ტურისტული ბიზნესით დაკავებული ან/და დაინტერესებული ახალგაზრდების/სტუდენტების უნარების გაძლიერებას და რათა გაიზარდოს მათი დასაქმების შესაძლებლობები. პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა გორის მუნიციპალიტეტის უფრო მიმზიდველ ადგილად გადაქცევა ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, იმისათვის რომ  გაიზარდოს ტურისტთა რაოდენობა და ინვესტიციები ტურიზმის სექტორში.


პროექტის ფარგლებში განხორციელდება  „გამარჯვების მემორიალის“ (ლომჭაბუკი) სკვერისა და სკვერში არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, სკვერში კაფის მოწყობისთვის საჭირო სივრცის შექმნა. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნა, პარკინგისა და სანიტარული ობიექტის მოწყობა, ქალაქის ცენტრსა და ისტორიულ ნაწილში ველობილიკების, გასაჩერებელი ადგილებისა და ველოსიპედების გაქირავების სერვისი,, სუვენირებისა და სხვა ადგილობრივი პროდუქტის სარეალიზაციო სივრცე, გორის ეთნოგრაფიული მუზეუმში ეროვნული საკვებისა და ხელნაკეთობების დამამზადებელი სახელოსნოების მოწყობა, შემუშავდება სტაჟირებისა და ტრენინგების მოდულები ახალგაზრდებისთვის/სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება სატრენინგო სივრცეები, სტუდენტებს მიეცემათ სტაჟირების საშუალება, განხორციელდება ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისთვის/სტუდენტებისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, შეიქმნება ბიზნეს კონსულტირების სერვისი, რომლით სარგებლობაც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პროექტის განმავლობაში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფიო ნოზაძე
გორის მუნიციპალიტეტი
ელ-ფოსტა: Mfeggori@gmail.com
მობ: +995 98 26 00 01
ირაკლი ხმალაძე
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
ელ-ფოსტა: Irakli.KHMALADZE@eeas.europa.eu
ტელ: (995 32) 294 37 63 ext.141

 

კატეგორია
Press releases
Location

გორი

Editorial sections
Georgia