THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით

04.04.2018
Teaser

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაკავშირებით

Text

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებულ წინადადებათა  პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის ვაჭრობის, განათლებისა და მობილობის ხელშეწყობის გზით. ეს წინადადებები სრულად შეესაბამება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩართულობის იმ პოლიტიკას, რომელსაც რამდენიმე პროექტის ფარგლებში ევროკავშირი დღესაც ახორციელებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი გამყოფ ხაზებზე ხიდების აგება და ჰუმანიტარულ გამოწვევებთან გამკლავებაა. ინტერესით ველით  საქართველოს პარლამენტში მოსალოდნელ დისკუსიებს და პროცესის საბოლოო შედეგს. 

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს  კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ მტკიცე ძალისხმევას; ასევე, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას საქართველოში, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოიყენებით, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში.

კატეგორია
Statements by the Spokesperson
Location

Bruxelles

Topics
EU information in Russian
Editorial sections
EEAS
Europe and Central Asia
Eastern Europe
Georgia
EU information in Russian