ევროკავშირი ხელს უწყობს კულტურის განვითარებას უფრო ძლიერი საქართველოსთვის
თანამშრომლობა კულტურის სფეროში ამდიდრებს კონტაქტებს საზოგადოებებს შორის და ხელს უწყობს კულტურულ მრავალფეროვნებას და კულტურათა შორის დიალოგს. ამავდროულად, კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებს, რეწვაზე დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოებს და ტურიზმს შეუძლია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში კულტურის დინამიკურ სექტორს, ხელს უწყობს ამ სექტორში მოქალაქეების, სახელმწიფოს და კულტურის წარმომადგენლების თანაბრად ჩართვას, აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებას და ზრდის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამის მენეჯერი ნინო სამველიძე მიიჩნევს, რომ კულტურული მრავალფეროვნება ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა და სწორედ ამიტომ იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურული ტრადიციების შენარჩუნებას და განვითარებას. "მნიშვნელოვანია, რომ საქმიანობა ტრადიციული რეწვის სფეროებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია, შემოსავლის და დასაქმების წყარო ხდება და ეს ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი მიზანია", - განმარტავს იგი.
კულტურული მრავალფეროვნებისა და განვითარების მსოფლიო დღე არის შეხსენება, რომ შემოქმედებით ინდუსტრიებს, რეწვაზე დაფუძნებულ მცირე და საშუალო საწარმოებს და ტურიზმს შეუძლია ეკონომიკური ზრდის სტიმულირება. წაიკითხეთ მეტი ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ლალი, რომელმაც ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი სახლის პირველ სართულზე თექის სათამაშოების საწარმო სტუდია შექმნა: "ხელით შექმნილი კულტურა: რა წვლილი შეაქვს ტრადიციულ რეწვას საქართველოს ეკონომიკაში". ნახეთ ვიდეო, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ახალ მიდგომებს ტრადიციული ქართული ღვინის დამზადებაში.
საინფორმაციო ფურცელი - კულტურის მხარდაჭერა ძლიერი საქართველოსთვის