THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

პრეზიდენტი იუნკერი საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

28.05.2018
Teaser

26 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო აღნიშვნას შეუერთდა.

Main Image
Text

26 მაისს, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო აღნიშვნას შეუერთდა.

გახსნის ცერემონიაზე პრეზიდენტმა იუნკერმა განაცხადა: "საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ყოველთვის ევროპის ნაწილი იყო და ყოველთვის ევროპისკენ იყურებოდა. მინდა, ჩვენს შორის ჯერ კიდევ არსებული მეტი ბარიერი  დავანგრიოთ და ჩვენს მიერ უკვე მიღწეული პროგრესის საფუძველზე ერთმანეთისადმი მხარდაჭერა გავაძლიეროთ".

იხილეთ პრეზიდენტის გამოსვლა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. მოგვიანებით მან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთა.

მთელი დღის განმავლობაში თბილისის მოსახლეობა და სტუმრები რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სტენდის სანახავად მოდიოდნენ. ხალხს საშუალება ქონდა  გაეცნო ევროკავშირის ისტორია, საქართველოსთან ურთიერთობა და ის პოზიტიური შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც ამ ურთიერთობას მოჰყვა.

Videos (legacy)
THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

Video Report

28.05.2018
Media Video
Remote video URL
Editorial sections
Georgia
Post category
News stories
Editorial sections
Georgia