ევროკავშირი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოში რეგიონულ განვითარებას განიხილავენ
2018 წლის 21 სექტემბერს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: „რეგიონული განვითარების პოლიტიკა საქართველოში“. ღონისძიება ორგანიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.
კონფერენციის მიზანია რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში აქამდე მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების განხილვა. საქართველოს რეგიონული პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2017 წლის დეკემბერში ხელმოწერილი ერთობლივი მხარდაჭერის ჩარჩოს (SSF) ფარგლებში, თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფერო ხდება. ის განსაზღვრავს ევროკავშირის მხარდაჭერის პრიორიტეტებს საქართველოსთვის.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება:
- ინფორმაცია 2015-2017 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ, რომელიც საქართველოს რეგიონული პოლიტიკის პირველი სტრატეგიულ დოკუმენტს წარმოადგენს და ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის სქემით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ბევრი კონკრეტული პროექტი, რამაც თბილისსა და აჭარის გარდა, რეგიონების შესაძლებლობების ზრდა უზრუნველყო. ასევე, ხელი შეუწყო საქართველოს ადმინისტრაციებში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, როგორიცაა უწყებებს შორის პროგრამირების კოორდინაცია და რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი.
- საქართველოს მთავრობის მიერ ახლად დამტკიცებული „2018-2021 წლების საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა”, რომელშიც განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარების მიზნები და პრიორიტეტები, რათა შემცირდეს საქართველოს რეგიონებში არსებული სოციალურ-ეკონომიკური უთანაბრობები და გაუმჯობესდეს ზრდის, ინვესტიციების და დასაქმების პერსპექტივები;
- ევროკავშირის მხარდაჭერილი კონცეფცია საპილოტე ინტეგრირებული რეგიონული განვითარების პროგრამის შესახებ, რომელიც საქართველოს 4 გეგმარებით რეგიონში განხორციელედება (კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი და გურია). ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის სტანდარტების და პრინციპების (მათ შორის პარტნიორობა და დეცენტრალიზაცია) თანახმად, პროგრამის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს (მცირე და საშუალო მეწარმეობა, ძირითადი ინფრასტრუქტურა და მომსახურებები, ადამიანური რესურსების განვითარება). აღნიშნული თანხვედრაშია უკვე განხორციელებულ სექტორულ პროგრამებთან და ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციების მოზიდვას და დასაქმებას ხელსეწყობას.
კონფერენციას დაეწრებიან საქართველოს მთავრობისა და ევრო კომისიის მაღალი დონის წარმომადგენლები (სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი, რეგიონალური და ურბანული პოლიტიკის გენერალური დირექტორატი), საქართველოსა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის გამოჩენილი მკვლევარები და პრაქტიკოსები, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორები, საქართველოს დარგობრივი სამინისტროების, საქართველოში ერვოკავშირის წარმომადგენლობის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აკადემიეური წრეები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
ღონისძიების თანაორგანიზატორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება სამხრეთ კავკასიაში“.
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ: პროექტის ადმინისტრაციულ მენეჯერს, დიანა მუხულიშვილის ელ - მისამრთზე: Diana.Mukhulishvili@gfa-group.de