ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 600 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა: "ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის წყალობით, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გააუმჯობესებენ თავიანთ წვდომას გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებზე, რაც მათი ზრდისა და კონკურენტუნარიანობის წინაპირობაა. თიბისი ბანკისთვის ჩვენი მეოთხე სესხი ფინანსებზე უკეთესი წვდომის საშუალებით პოტენციურად დაახლოებით 600 მცირე და საშუალო კომპანიების განვითარებას დაეხმარება. იმედი გვაქვს, ეს ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკის ზოგად განვითარებას ".
"ჩვენ ვამაყობთ ევროპის საინვესტიციო ბანკთან, თიბისი ბანკის გრძელვადიან პარტნიორთან, ასეთი წარმატებული ურთიერთობით. ეს უკვე მეოთხე ტრანსაქციაა, რომელიც 2012 წელს ჩვენი პარტნიორობის დაწყების შემდეგ წარმატებით განვახორციელეთ, რაც ადასტურებს, რომ ჩვენმა ორგანიზაციებმა ნამდვილი ეფექტური ურთიერთობები დაამყარა. ეს შესაძლებლობა დაეხმარება თიბისი ბანკს, გააძლიეროს თავისი წამყვანი პოზიცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტში ", - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მეოთხე ოპერაცია თიბისი ბანკთან და ამ ქართულ ინსტიტუტთან ევროკავშირის ბანკის ნაყოფიერ თანამშრომლობას ეფუძნება. 2011 წლიდან თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხების თანხებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 85 მილიონი ევრო გახადა ხელმისაწვდომი.
ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი შეიძლება გაერთიანდეს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის სასესხო პორტფელის გარანტიებთან, რომლებიც შარშან გაგრძელდა თიბისი ბანკთან ორი ინსტრუმენტის საშუალებით და ასევე ხელი შეეწყო "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის მიერ: „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)“ პორტფელის გარანტია, რომელიც ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებდა და თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) ინიციატივის აღმოსავლეთის პორტფელის გარანტია, რომელმაც მცირე ბიზნესებს დამატებითი დაფინანსების საშუალება მისცა. მთავარი ამოცანაა თიბისი ბანკს მიეცეს საშუალება გაზარდოს დაფინანსება შეღავათიანი პირობებით მცირე და საშუალო კომპანიების უფრო ფართო ჯგუფებისთვის, რომელთაც სხვაგვარად ბანკის სესხებზე შეზღუდული წვდომა ექნებოდა.
ამ ოპერაციებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააერთიანა ძალისხმევა ევროკავშირთან ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა - კერძოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - ამ სამი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალებით. ევროკავშირი მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის გზით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და ადგილობრივი ბიზნესებისთვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის საშუალებით.
ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით:
ევროპის საინვესტიციო ბანკი:
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის ხდის გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებს ხელმისაწვდომს გონივრული ინვესტირებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად.
როგორც უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი და კრედიტორი მოცულობის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ფინანსებსა და ექსპერტიზას გონივრული და მდგრადი საინვესტიციო პროექტებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შემუშავებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ქმედებების 90% -ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, მაგრამ იგი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკას.
„ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის (InnovFin)“ მცირე და საშუალო საწარმოებითვის გარანტიის მიზანია ბანკების ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების წახალისება სესხი გასცეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომელთაც სჭირდება საინვესტიციო და / ან საოპერაციო კაპიტალი კვლევის, განვითარების და საინოვაციო საქმიანობის დასაფინანსებლად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ფინანსური ინსტიტუტების შერჩევა ხდება ევროპის საინნვესტიციო ფონდის მიერ, რომელიც აცხადებს კონკურსს ინტერესთა გამოხატად მთელი ევროპის ფინანსური შუამავლებისთვის.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა გააერთიანა ძალისხმევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების (DCFTA) აღმოსავლეთის პროგრამის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება იმ ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა - კერძოდ საქართველოშო, მოლდოვასა და უკრაინაში - ამ სამი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალებით.
ევროკავშირი ბიზნესისთვის:
ევროკავშირი ბიზნესისთვის არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) ექვს ქვეყანაში ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს, რომ დააფინანსოს მათი განვითარება და ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას. "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროპის საინვესტიციო ბანკი სხვა ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის მიღმა, როგორიცაა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ევროკავშირის ყველანაირი საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში "ევროკავშირი ბიზნესისთვის" ინიციატივის ნაწილს წარმოადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააერთიანა ძალისხმევა ევროკავშირთან ეკონომიკური განვითარების გასაძლიერებლად იმ ქვეყნებში, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს ხელი მოაწერა - კერძოდ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - ამ სამი ქვეყნის მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის საშუალებით.
პრეს კონტაქტები:
დუშან ონდრეიჩკა, d.ondrejicka@eib.org, ტელ.: +352 4379 83334, მობილური: +352 621 459 234
ვებსაიტი: www.eib.org/press - პრესსამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org