THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ქუთაისში წყალმომარაგების პროექტის მხარდასაჭერად ევროპის საინვესტიციო ბანკმა 3.25 მილიონი ევრო გამოყო

27.09.2018
Teaser

ევროკავშირის ბანკმა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდის (EPTATF) 3.25 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. აღნიშნული თანხები გამოყენებული იქნება სპეციალიზებული პროფესიული მომსახურების დაფინანსებისათვის, რათა მოხერხდეს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მხარდაჭერილი ქუთაისის წყლარინების პროექტის განხორციელება.

Text

2015 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული ფინანსური კონტრაქტის ფარგლებში, ევროკავშირის ბანკმა რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის 100 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოყო, რომლის საშუალებით ქუთაისში წყალარინების სისტემა და ჩამდინარე წყლის გაწმენდა გაუმჯობესდება. პროექტი საქართველოს წყლის სექტორის სარეაბილიტაციო პროგრამის ნაწილია, რომელიც რიგ ინვესტიციებს მოიცავს, რომელთა მიზანია ქუთაისის, ურეკის, ფოთის და ზუგდიდის წყალმომარაგების და ასევე ქუთაისის, ურეკისა და ფოთის წყალარინების სისტემისა და ჩამდინარე წყლის გაწმენდის გაუმჯობესება (ქუთაისის წყლარინების პროექტი).

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა: "საქართველოში წყლის სექტორის პროექტების უფრო ეფექტიანი განხორციელებისთვის ჩვენ სესხებსა და ევროკავშირის გრანტებს ერთად ვიყენებთ. ხელშეკრულების დღევანდელი ხელმოწერა სარგებელს მოუტანს ქუთაისის რეგიონს, რომელსაც ექნება ევროპის დაფინანსებით უზრუნველყოფილი წყალმომარაგების თანამედროვე ქსელი და წყლის სისტემების გაუმჯობესებული ხარისხი".

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა: "ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორია. აქამდე ევროპის საინვესტიციო ბანკმა 1.3 მილიარდი ევრო გამოყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის გზები, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, წყლისა და წყალარინების სექტორიმხარდასაჭერად. დღეს ქუთაისის წყალარინების პროექტის დაფინანსების მიზნით ევროპის საინვესტიციო ბანკთან საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ. ქუთაისი სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქია და ეს პროექტი საშუალებას მოგვცემს ადგილობრივი მოსახლეობუკეთეს პირობები უზრუნველყოთ. ამჟამად ჩვენ პროექტთვის სამუშაოების საბოლოო ფაზას ვასრულებთ და 2019 წლიდან ფაქტობრივი მშენებლობა დაიწყება. ეს არის წყლის სექტორში მესამე პროექტი, რომელიც ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოში სხვა პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საფუძველი იქნება. ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ გაწეული მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის სატრასტო ფონდისა და სამეზობლო საინვესტიციო ფონდის ფარგლებში არსებული სხვადასხვა ინსტრუმენტების მეშვეობით  უკიდურესად ღირებულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაშ. "

ინფორმაცია საკითხთან დაკავშირებით:

ევროპის საინვესტიციო ბანკი:

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) არის ევროკავშირის ბანკი. ეს არის ევროკავშირის გრძელვადიანი დაკრედიტების ინსტიტუტი და არის ერთადერთი ბანკი, რომელიც ეკუთვნის და წარმოადგენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესებს. ის ხდის გრძელვადიანად ხელმისაწვდომ ფინანსებს ხელმისაწვდომს გონივრული ინვესტირებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნებს. ევროპის საინვესტიციო ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან ევროკავშირის პოლიტიკის განსახორციელებლად.

როგორც უმსხვილესი მრავალმხრივი მსესხებელი და კრედიტორი მოცულობის მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკი უზრუნველყოფს ფინანსებსა და ექსპერტიზას გონივრული და მდგრადი საინვესტიციო პროექტებისათვის, რომელიც ხელს უწყობს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების შემუშავებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ქმედებების 90% -ზე მეტი მიმართულია ევროპაზე, მაგრამ იგი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირის საგარეო და განვითარების პოლიტიკას.

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF)

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) არის  კომპლექსური და მრავალსექტორული დაფინანსების ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში (2017 წლის აგვისტოდან), საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შესაბამისი ტექნიკური დახმარებისთვის. იგი უზრუნველყოფს ამ ქვეყნებს ცოდნითა და რესურსებით პროექტების მომზადებისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, რაც ხელს უწყობს დაფინანსების მობილიზებას ევროპის საინვესტიციო ბანკის ინვესტიციებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი უზრუნველყოფს მაღალი დამატებითი წვლილის შეტანას, რადგან უკეთესი პროექტის მომზადება ზრდის პროექტებისთვის საბანკო დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობას და ბენეფიციარ ქვეყნებში განვითარებაზე ინვესტიციების გავლენას აუმჯობესებს.

 

კონტაქტები პრესისთვის:

დუშან ონდრეიჩკა, d.ondrejicka@eib.org, ტელ.: +352 4379 83334, მობილური: +352 621 459 234 ვებსაიტი: www.eib.org/press - პრესსამსახური: +352 4379 21000 – press@eib.org

კატეგორია
Press releases
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia