THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირმა და საქართველომ უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მეორე შეხვედრა გამართეს

25.10.2018
Teaser

საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მაღალი დონის მეორე შეხვედრა 2018 წლის 23 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე მხარის ძლიერი ინტერესი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად. მხარეებმა განიხილეს მდგომარეობა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის / სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ასევე ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას მოიცავდა. მონაწილეებმა გაცვალეს მოსაზრებები საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრის შესახებ, მათ შორის რეგიონში არსებულ მოვლენებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

Text

შეხვედრას საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჟან-კრისტოფ ბელიარდი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი თანათავჯდომარეობდნენ.

გენერალური მდივნის მოადგილემ ბ-მა ბელიარდმა განაცხადა:

"ეს შეხვედრა არსებული საერთაშორისო სიტუაციის განიხილვი და ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მიმართულებით გასული წლის შემდეგ ჩატარებული სამუშაოს გაანალიზების დროულ შესაძლებლობას წარმოადგენს. ევროკავშირი აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რაც საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში მოქმედი მისიებისა და განხორციელებული ოპერაციების საქართველოს მხრიდან აქტიური მხარდაჭერით გამოიხატა. ევროკავშირი მისი ქმედითი ინსტრუმენტების საშუალებით საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგული რჩება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბ-მა მახარობლიშვილმა განაცხადა:

"უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა არის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანესი სფერო. ამ თანამშრომლობის მიზანი  პოლიტიკისა და უსაფრთხოების შეთავსების ხელშეწყობა ჩვენი საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების უკეთ დასაძლევად. ევროკავშირს საქართველოში უსაფრთხოებას და სტაბილურობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, კერძოდ, ევროკავშირ სადამკვირვებლო მისიის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობისა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით. თავის მხრივ, საქართველო ევროკავშირის ერთგული პარტნიორი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში.

ასევე განიხილებოდა თემები, რომელიც ეხებოდა ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ჰიბრიდულ საფრთხეებს, სტრატეგიული კომუნიკაციების როლის ჩათვლით. შეხვედრამ ევროკავშირს საშუალება მისცა ქართული მხარისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომავალი დახმარების შესახებ. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მხარდაჭერა, მათ შორის ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მეშვეობით და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.

საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის მაღალი დონის შეხვედრები წელიწადში ერთხელ მაინც იმართება და მოიცავს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში საერთო ინტერესის მათ შორის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) საკითხებს.

კატეგორია
Press releases
Location

Bruxelles

Editorial sections
Georgia