THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

პრესსპიკერის განცხადება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ

29.10.2018
Teaser

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნები იყო "კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული", რამაც ქართველ ამომრჩევლებს რეალური ნების გამოხატვის საშუალება მისცა.

Text

28 ოქტომბერს საქართველომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩაატარა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, არჩევნები იყო "კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული", რამაც ქართველ ამომრჩევლებს რეალური ნების გამოხატვის საშუალება მისცა.  საარჩევნო კამპანიასა და არჩევნების დღეს გარკვეული ხარვეზები  შეინიშნებოდა, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, ნეგატიური კამპანიის წარმართვა და მკაცრი რიტორიკა. ეს ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების  გათვალისწინებით.

მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში, მათ შორის მეორე ტურში, მაღალი დემოკრატიული სტანდარტების უზრუნველყოფა მთავარ საკითხად რჩება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ კვლავაც დაიცვას დემოკრატიული პრინციპები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიულ, სტაბილურ და წარმატებულ საქართველოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით. პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გასავითარებლად და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი ვალდებულებების შესასრულებლად ჩვენ საქართველოსთან შემდგომი თანამშრომლობის გაძლიერებას ველოდებით.

 

კონტაქტი:

Maja KOCIJANCICSpokesperson for Foreign Affairs and Security Policy/European Neighbourhood Policy and Enlargement Negotiations+32 (0)2 29 86570+32 (0)498 984 425

 

Adam KAZNOWSKIPress Officer for Foreign Affairs and Security Policy+32 (0) 2 29 89359+32 (0)460 768 088

კატეგორია
Statements by the Spokesperson
Location

ბრიუსელი

Editorial sections
Georgia