THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

კონფერენცია: ევროკავშირის დიფერენცირებული ინტეგრაცია | თბილისი, 12 ნოემბერი 13:00

09.11.2018
Text

12 ნოემბერს 13:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიხსნება კონფერენცია სახელწოდებით  ,,დიფერენცირებული ინტეგრაცია ევროკავშირში: შიდა და გარე ფაქტორები“  სადაც საუბარი იქნება სხვადასხვა ინტეგრაციულ მოდელებზე და მათ შესაძლო გავლენაზე ევროკავშირის სამეზობლოსა და პარტნიორ ქვეყნებზე.   კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და   ფერდინანდო ნელლი ფეროჩი, Istituto Affari Internazionali–ს პრეზიდენტი. მთავარი მომხსენებელი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. მისი გამოსვლის შემდეგ გაიმართება ორი დისკუსია: 1. შიდა დიფერენციაცია ევროკავშირში –ტენდენციები, პრობლემები, პოტენციალი   და 2. 1. გარე დიფერენციაცია ევროკავშირში –სამეზობლო პოლიტიკა და გაფართოების მოდელები. კონფერენციის ორგანიზატორია რომის ,,საერთაშორისო საკითხების ინსტიტუტი“  (Istituto Affari Internazionali (IAI), საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ: თამრიკო მიქაძე, პრესის და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

 

დღის წესრიგი

13:00 – 13:20       მისალმება

კარლ ჰარცელი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი 

ფერდინანდო ნელი ფეროჩი, პრეზიდენტი

Istituto Affari Internazionali (IAI)

13:20 – 13:40      ვახტანგ მახარობლიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 

13:40 – 14:30      I პანელი: ევროკავშირის შიდა დიფერენციაცია –ტენდენციები, პრობლემები, პოტენციალი   

მოდერაცია:     ფერდინანდო ნელი ფეროჩი, პრეზიდენტი Istituto Affari Internazionali (IAI)

გამომსვლელები:         

იან ბეგი, პროფესორი, ევროპული ინსტიტუტის მკვლევარი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლა (LSE)

ბარბარა ლიპერტი, კვლევების დირექტორი, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების გერმანული ინსტიტუტი, Stiftung Wissenschaft und Politik (SWP)

ლუკას ცულაკისი, პრეზიდენტი, საბერძნებით ევროპული და

საგარეო პოლიტიკის ფონდის პრეზიდენტი (ELIAMEP)

სტივენ ბლოკმანსი, უფროსი მკვლევარი და ევროკავშირისა და საგარო პოლიტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი, ევროპული პოლიტიკის კვლევების ცენტრი (CEPS)

14:30 – 15:30      ღია დისკუსია

15:30 – 16: 00     ყავა

16:00 – 17:00      II პანელი: გარე დიფერენციაცია ევროკავშირში –სამეზობლო პოლიტიკა და გაფართოების მოდელები.

მოდერაცია:  მატეო ბონომი, მკვლევარი,  Istituto Affari Internazionali (IAI)

გამომსვლელები:         

თორნიკე შარაშენიძე,           პროფესორი,  საერთაშორისო საკითხების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

გია ნოდია, პოლიტიკის პროფესორი,  კავკასიური კვლევების საერთაშორისო სკოლის დირექტორი, ილიას უნივერსტიტეტი  

ლიჩინია სიმაო, ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი, კუაბრას უნივერსიტეტი

მარი მენტრასი, პროფესორი,  პოლიტიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტის  პარიზის საერთაშორისო საკითხების სკოლა, მკვლევარი, სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტი (CNRS)

17:00 – 18:00      ღია დისკუსია 

18:00                     დასასრული

 

კატეგორია
Invitations for the press
Location

თბილისი

Editorial sections
Georgia