THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის მედიისთვის მიცემული კომენტარი (ტრანსკრიპტი) საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისა და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ

29.11.2018
Teaser

,,ვულოცავთ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას (წინასწარი შედეგების მიხედვით) და მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობას ველით. ვულოცავთ ასევე საქართველოს მოსახლეობას, რომ მან გამოიყენა თავისი ხმის მიცემის უფლება მშვიდი და მშვიდობიანი გზით.

Text

,,ვულოცავთ ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას (წინასწარი შედეგების მიხედვით) და მომავალში მასთან მჭიდრო თანამშრომლობას ველით. ვულოცავთ ასევე საქართველოს მოსახლეობას, რომ მან გამოიყენა თავისი ხმის მიცემის უფლება მშვიდი და მშვიდობიანი გზით.

მივესალმებით არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ არჩევნები კონკურენტული იყო და კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის ჩატარება. ასევე ვითვალისწინებთ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის შეფასებას, რომ ეს პროცესი დაზიანდა ერთ მხარ არამართებული უპირატესობის და ორივე მხარის საარჩევნო კამპანიების ნეგატიური ხასიათის გამო.

შეშფოთებით აღვნიშნავთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და ამომრჩეველთა მიმართ არასათანადო ზეწოლის შემთხვევებს, რაც მეორე ტურში უფრო შესამჩნევი გახდა.

ვწუხვართ საერთო ნეგატიური საარჩევნო კამპანიის, მედიის მკვეთრი პოლარიზაციისა და ანალიტიკური გაშუქების ნაკლებობის გამო.

ვგმობთ ძალადობის ყველა ფაქტს, ძალადობის მუქარას და სიძულვილის ენას საარჩევნო კამპანიის დროს, რა დემოკრატიულ საზოგადოებას არ შეეფერება.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ გასული კვირების მოვლენებზე დაყრდნობით დასკვნები გამოიტანონ. გამოძიება უნდა ჩატარდეს გამოვლენილი დარღვევებისა და ძალადობის ფაქტებზე. ამგვარი ინციდენტები ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებულ ვალდებულებას სრულიად სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თაობაზე და ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ინსტიტუციებს გამოასწორონ ეუთო-ს დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ხარვეზები, რათა სამომავლოდ საარჩევნო სტრუქტურა გაუმჯობესდეს.

ასევე აუცილებელია ამ არჩევნების მიღმა გავიხედოთ. საქართველოს ეროვნულ ინტერესშია რომ ხალხი შეთანხმების გზით გაერთიანდეს; გავიხსენოთ, რომ რაც ამ მოსახლეობას აერთიანებს ბევრად უფრო ძლიერი და მძლავრია, ვიდრე ის, რაც მის გაყოფას ოდესმე შეძლებდა.

ევროკავშირი/აშშ, როგორც საქართველოს ძლიერი პარტნიორები და მეგობრები, მზად ვართ დახმარებისა და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების მეტად განვითარებისთვის. თუმცა, მაღალ ამბიციებს მაღალი სტანდარტები უნდა მოყვეს.

კატეგორია
Press releases
Location

Bruxelles

Editorial sections
Georgia