THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის ტრენინგს ატარებენ

20.12.2018
Main Image
Text

20-21 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების პედაგოგებისა და დირექტორებისთვის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სემინარი გაიმართა.

აღნიშნული ტრენინგი უფრო ფართო   საინფორმაციო პროგრამის ნაწილს შეადგენს, რომელიც  2019 წლის დასაწყისში ბრიუსელში სასწავლო ტურსაც მოიცავს.    

ორდღიანი ტრენინგის გახსნით ცერემონიაზე საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში მოსახლეობის სოციალურ პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩმა  საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა:  "ევროკავშირი ცდილობს, მიაწვდინოს ინფორმაცია საქართველოს თითოეული მოქალაქეს, იმისდა მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ ისინი. მე მოხარული ვარ , რომ შევხვდი  პანკისის ხეობის  პედაგოგებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ მეტი ინფორმაცია ევროკავშირის და საქართველო-ევროკავშირის ურთოერთობების შესახებ და ამასთანავე გაუზიაროონ მიღებული ცოდნა სტუდენტებს და საზოგაოდების სხვა წევრებს.“

ამჟამად თბილისში მიმდინარე  ოდღიანი სემინარის  ტრენინგის პროგრამა მოიცავს პრეზენტაციებს  მთავრობის იმ წარმომადგენლებისაგან, რომლებიც უშუალოდ თანამშრომლობენ ევროკავშირთან.   პედაგოგები გაეცნობიან ევროკავშირის ისტორიას, აგრეთვე  საქართველო-ევროკავშირის  ამჟამინდელ ურთიერთობებს და მომავალ პერსპექტივებს. გარდა ამისა, სემინარის მონაწილეები იმუშავებენ სახელმძღვანელოთი „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ და მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქტიურ ტრენინგში  თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიის შესახებ.

პროგრამის შესახებ

პანკისის ხეობის სკოლების 20 დირექტორსა და პედაგოგს ჩაუტარდებათ ტრენინგი იმის თაობაზე თუ როგორ უნდა მიაწოდონ ახალგაზრდებს საკუთარ სკოლებში ევროპის და ევროპული ინტეგრაციის შესახებ ინფორმაცია. ორი დღის განმავლობაში პანკისის ხეობის სკოლებიდან მასწავლებლები დაესწრებიან თბილისში გამართულ სემინარს, რომელზეც პირველი წყაროდან მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს მიერ შერჩეული ევროინტეგრაციის კურსის თაობაზე. ასევე, 2019 წლის თებერვალში პედაგოგთა ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც შეხვდებიან ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რის შედეგადაც მიეცემათ შესაძლებლობა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის თაობაზე მიიღონ ზუსტი ინფორმაცია.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი ინიციატივით იმართება.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. პროექტს, ასევე, მხარს უჭერენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • დავით კაკულია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, +995 577 110556
  • მიკოლაი ბეკასიაკი,  ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu

 

Post category
News stories
Editorial sections
Georgia