თბილისში ევროპის დღის აღნიშვნის თარიღი შეიცვალა!
კვირას, 2019 წლის 5 მაისს, თბილისის რიყის პარკში დიდი ზეიმით აღინიშნება ევროპის დღე. ერთი დღით, თბილისის რიყის პარკი „ევროსოფლად“ გადაიქცევა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები ჩატარდება ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
სტუმრებს შეუძლიათ ეწვიონ ევროკავშირის 20 წევრი სახელმწიფოს სტენდებს და შეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. უამრავი გასართობი შეჯიბრები, პრიზები, წარმოდგენები და თამაშებით დატვირთული დღე ელით ბავშვებს, ხოლო მშობლები კულტურული პროგრამით ისიამოვნებენ და მრავალფეროვან ევროპულ კერძებს გასინჯავენ მთელი დღის განმავლობაში. ასევე, ყველას ვეპატიჟებით ქუჩის კალათბურთის შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად, და საღამოს გალა კონცერტზე‘33ა’ და ‘DJ ნიკოლ სეტის’ მონაწილეობით.
დასწრება უფასოა, და ვიმედოვნებთ, რომ თქვენც გიხილავთ ზეიმზე!
ღონისძიებების პროგრამა:
|
12:00-17:00 ევროსოფელი (რიყის პარკი) გაიცანით ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისიამოვნეთ კულტურული ღონისძიებებით, თამაშებით, გაიგეთ მეტი ევროკავშირის შესახებ! 14:00-14:45 პრემიერ მინისტრი და ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სივრცეებს ესტუმრებიან 15:00-15:30 გახსნის ცერემონია (რიყის პარკი)
12:00-19:00 შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში (ევროპის მოედანი) 19:00 კონცერტი (ევროპის მოედანი)
|
ზოგადი ინფორმაცია
ევროპის დღეს ყოველწლიურად 9 მაისს ზეიმობენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის აღსანიშნავად. მან ევროპაში ახალი ფორმის პოლიტიკური თანამშრომლობის იდეა წამოაყენა, რომელსაც ევროპის ქვეყნებს შორის ომი შეუძლებლად უნდა ექცია და მათ ქვანახშირისა და ფოლადის რეზერვების გაზიარება სთხოვა. ამ იდეამ დასაბამი მისცა ევროპის კავშირის შექმნას, რომელიც 28 ქვეყანას და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს 60-წლიანი მშვიდობისა და კეთილდღეობის პირობებში.
წლევანდელი ევროპის დღე გაიმართება დევიზით „ერთად უფრო ძლიერი ვართ“, რათა ხაზი გაესვას საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ურთიერთობებს. 2019 წელს ორმაგი იუბილე აღინიშნება - აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის 5 წლისთავი.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ event page of Europe Day 2019 ფეისბუკზე.
მედია კონტაქტი:
- თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu