საქართველოში აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღასთან“ დაკავშირებით
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმებიან სასამართლო რეფორმის ,,მეოთხე ტალღის“ შესახებ კანონპროექტის ბოლო ვერსიას, რომელიც სამუშაო ჯგუფში შემავალი საერთაშორისო თანამეგობრობის, სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ფართო კონსენსუსის შედეგად იქნა მიღებული. მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულია ჩვენს მიერ შემოთავაზებული და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული ის მთავარი რეკომენდაციები, რომელთა მიზანია მეტი გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა ქართულ სასამართლო სისტემაში. ველით პარალამენტის მიერ ამ კანონმდებლობის მიღებას და სასამართლო უწყებების მიერ მის აღსრულებას, ასევე, მზად ვართ, დახმარება გავწიოთ კანონმდებლობის აღსრულებისა და შემდგომი რეფორმების პროცესში.