პრესსპიკერის განცხადება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით

26.09.2019

პრესსპიკერის განცხადება საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დღეს დილით გამართული შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მხარეებგანხილათ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, საქართველო - რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შემცირება და ამ დაძაბულობის გავლენა მოქალაქეების ცხოვრებაზე.  დიალოგის წარმართვა უმნიშვნელოვანესია უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად, რასაც ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს.

პერსპექტივაში, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქმედი მხარე კონსტრუქციულად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მიერ დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ამ თვალსაზრისით არსებითია, რომ მათი უფლებები, გადაადგილების თავისუფლების ჩათვლით, სრულად იყოს დაცული.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.