THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 75 მლნ ლარის (30 მლნ ევრო) მოცულობის საჯარო მმართველობის რეფორმირების პროგრამა იწყება

28.10.2016
Teaser

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ისაუბრეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო მმართველობის მოდერნიზების პროგრამის დაწყების შესახებ.

Main Image
Text

თბილისი, 28 ოქტომბერი, 2016:   დღეს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა  ისაუბრეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო მმართველობის მოდერნიზების პროგრამის დაწყების შესახებ.

,,სახელმწიფო ინსტიტუტებში კარგი მმართველობის განხორციელება დემოკარტიისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის ამაღლებაში. საქართველოს რეფორმების ეროვნული სტრატეგია სახელმწიფო ადმინისტრირების ევროპულ პრინციპებზეა დამყარებული. ევროკავშირისთვის ძალზე საამაყოა, რომ ის საქართველოსთვის მისაბაძი მაგალითია და, ამავდროულად, შეუძლია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში,“ თქვა ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ეს პროგრამა, რომლის საერთო ბიუჯეტი 75 მლნ ლარს (30 მლნ ევროს) შეადგენს, 2016–2019 წლებში განხორციელდება. პროგრამა სრულ შესაბამისობაშია ასოცირების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასა და საქართველოს საჯარო მმართველობითი რეფორმის ეროვნულ გაგმასთან. პროგრამა  ხუთ ძირითად პრინციპს ეყრდნობა:
1. პოლიტიკის შემუშავება: ხარისხიანი მმართველობითი პოლიტიკისა და დაგეგმვის –ბიუჯეტის  ჩათვლით – უზრუნველყოფა მთელი ქვეყნის მასშტაბით;
2. საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმის გაზრდა: საჯარო მოხელეთა მართვა გამჭვირვალედ და უპირატესობების გათვალისწინებით; 
3. საჯარო სექტორის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა: კორუფციის თავიდან აცილებაზე მიმართული ძალისხმევის გაგრძელება და ღია პოლიტიკა მოქალაქესთან და ბიზნესთან მიმართებაში;
4. მოქალაქის წვდომა სახელმწიფო სერვისებზე: უკვე განხორციელებული  ცვლილებების  გაგრძელება;
5. ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურის განმტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად. 

პროგრამის ფარგლებში მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის (დაახლოებით 50 მლნ ლარი/20 მლნ ევრო) გადარიცხვა, ასევე, მთავრობისთვის 25 მლნ ლარის (10 მლნ ევროს) მოცულობის ტექნიკური დახმარების გაწევა,  ,,დაძმობილების“ (Twinning) პროგრამის განხორციელება საჯარო მოხელეთა სამსახურის რეფორმირებისთვის და გაიცემა საგრანტო დაფინანსება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ამ სფეროში.

პროგრამაში წამყვანი როლი მიენიჭება მთავრობის ადმინისტრაციას, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც კოორდინირებას უწევს საჯარო მმართველობის გეგმის განხორციელება. პროგრამის საშუალებით მოხდება პირდაპირი ტექნიკური დახმარების გაწევა  შემდეგი სამინისტროებითვის:   სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების.  გაძლიერდება საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც გაუძღვება სახელმწიფო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის  ახალი სტანდარტების დამკვიდრებას და მოახდენს სახელწიფო მეხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს. ასევე, მოხდება მთავრობის საქმიანობის უფრო ინტენსური მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების მიერ.

მოსალოდნელი შედეგების კონკრეტული ნუსხა შემდეგია:

1. გაძლიერდება საპილოტე სამინისტროებში პოლიტიკის დაგეგმვაზე მომუშავე სტრუქტურები (სოფლის მეურნეობის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები) გაძლიერდება, გაიზრდება შერჩეული სექტორების  (სოფლის მეურნეობის, მცირე და საშუალო საწარმოების, ზოგადი განათლების და მეცნიერების, C ჰეპატიტის და ანტიკორუფციული) მონიტორინგის და შეფასების  ხარისხი,  სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისას გაუმჯობესდება დაგეგმვის შესაბამისობა ბიუჯეტის შედგენასთან.
2. 5 საპილოტე სამინისტროში დაინერგება შედეგზე ორიენტირებული მართვის პრინციპი   (ფუნქციების გადახედვისშემდგომი რესტრუქტურიზება)
3. მიღებული იქნება სამართლებრივი ჩარჩო საჯარო მოხელეთათვის– კანონი ხელფასების შესახებ და კანონი სიპ–ების შესახებ. ასევე, სახელმწიფო მოხელეთა კლასიფიკაციის, სამსახურში აყვანის, შეფასების, ტრენინგის და ა.შ 12 რეგულაცია. მოხდება რეფორმების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება
შეიქმნება საჯარო მოხელეთა ტრენინგის სისტემა, დაინარგება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტები.
4. გაუმჯობესდება ანგარიშვალდებულება საჯარო სამსახურში: მოხდება საჯარო მოხელეთა დეკლარაციების უფრო ეფექტური მონიტორინგი.
5. გაიზრდება ადმინისტრაციის გამჭვირვალობა: მოხდება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღება, გაუმჯობესდება ინფორმაციის მოთხოვნაზე რეაგირების მექანიზმი.
გაუმჯობესდება  რეგიონებში მოქალაქეთა წვდომა საჯარო მომსახურებაზე, გაიზრდება საზოგადოებრივი ცენტრებისა და იმ მუნიციპალიტეტების რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფო სერვისების განხორციელებისას ელექტრონული მმართველობის საშუალებებით ისარგებლებენ.
6. ადგილობრივი მმართველობის რეფორმირებისთვის შემუშავდება გაუმჯობესებული სტრატეგიული ჩარჩო, რომელიც შესაბამისობაში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან
7. გაიზრდება ადგილობრივ ხელისუფლებაში საჯარო მოხელეების შესაძლებლობები, რომ მათ შეძლონ ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება და მართვა და საჯარო ფინანსების მართვა.
8. საზოგადოებრივი ორგანიზაციები უფრო უკეთ გაუწევენ მონიტორინგს მთავრობის საქმიანობას

 

წინაპირობები

საჯარო მმართველობის რეფორმა ერთ–ერთია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სამ ძირითად სექტორს შორის ერთ–ერთია და შეადგენს მიმდინარე თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის 25% –ს.

ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველოს გადაწყვეტილი აქვს მმართველობის რეფორმის განხორციელება ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, რაც გულისხმობს საჯარო მოხელეთა პროფესიონალიზმისა  და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო  საჯარო მმართველობის რეფორმის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც მოიცავს რეფორმების მთავარ პრიორიტეტებს 2020 წლამდე. სტრატეგია სრულად შეესაბამება ევროპული საჯარო სამსახურის პრინციპებს.
 
ამ ფართომასშტაბიან პროგრამასთან ერთად ევროკავშირი დახმარებას უწევს საჯარო მმართველობასთა დაკავშირებულ სფეროებს, როგორიცაა:
- ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინირება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად 
- სახელმწიფო ფინანსების პოლიტიკის რეფორმირება ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით
- კანონშემოქმედება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება იუსტიციის სამინისტროსან თანამშრომლობით
- სერვისების მიწოდების გაუმჯობესება სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოსთან თანამშროლობით  
- ელექტრონული მმართველობის განხორციელება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსან ,,დაძმობილების“ (twinning) პროექტების საშუალებით  

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.eeas.europa.eu/delegations/georgia

ასევე, დაუკავშირდით: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, კომუნიკაციების მენეჯერი Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu

 

Editorial sections
Georgia