Sorry, you need to enable JavaScript to visit this website.
THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვას

29.10.2016
Teaser

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების განხორციელებას, სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას.

Text

მემორანდუმის ფარგლებში მოხდება მხარეთა მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კურიკულუმის შემუშავება. კურიკულუმს იუსტიციის უმაღლესი სკოლა მომავალში  „მოსამართლეთა და სასამართლოს სხვა მოხელეთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“ გამოიყენებს. კურიკულუმის შემუშავებაში ჩართულები არიან თავად მოქმედი მოსამართლე-ტრენერები.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“  ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებასა და მონიტორინგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებით განსაზღვრულ იმ პრიორიტეტულ საკითხებში, როგორიცაა მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების უფლებების დაცვა, სამართალდამცავ სტრუქტურებზე ზედამხედველობა, შრომის უფლებები, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და  გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება.

კატეგორია
Press releases
Location

Tbilisi

Editorial sections
Georgia