THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

ევროპის დღის აღსაღნიშნავი ღონისძიებები თბილისში

12.05.2017
Teaser

კვირას დაახლოებით 15 000 ადამიანი ეწვია რიყის პარკს ევროპის დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებაზე.

Main Image
Text

ღონისძიება, რომლის თემაც იყო „შევეგებოთ ახალ შესაძლებლობებს“, ხაზს უსვამდა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და საშუალებას აძლევდა სტუმრებს უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ, როგორც ევროკავშირის, ისე მისი წევრი ქვეყნების შესახებ.

ღონისძიება ფორმალურად გახსნა ევროკავშრის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.

„დღეს ჩვენ იმ ახალ შესაძლებლობებს აღვნიშნავთ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაჩნდა“ _ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა

12:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ე.წ. “ევროსოფელი”, რომელშიც წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების, პარტნიორებისა და პროგრამების 20-ზე მეტი სტენდი. თითოეული მათგანი საკუთარ თამაშებსა და საინფორმაციო აქტივობებს სთავაზობდა მისულ სტუმრებს. დღის კულტურულ პროგრამაზე წარმოდგენილნი იყვნენ შემსრულებლები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან: ბულგარეთი, იტალია, გერმანია, შვედეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ლიტვა.

ღონისძიება დასრულდა გალა კონცერტით სპეციალურად მოწვეული ევროპული ბენდის - ჯაზანოვა და პოლ რენდოლფისა და ქართული ჯგუფი _ მგზავრების მონაწილეობით.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ   ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.

 

 

 

 

Videos (legacy)
THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED

Europe Day 2017 in Tbilisi Georgia

18.05.2017
Media Video
Remote video URL
Editorial sections
Georgia
Editorial sections
Georgia