ინფოგრაფიკა - ევროკავშირის სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ
ევროკავშირმა მიიღო სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო და არაპროვოცირებული სამხედრო თავდასხმის და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორიჟიეს და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიაზე საპასუხოდ.
ზომები მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკური ბაზის შესუსტებას, ართმევს მას უმნიშვნელოვანეს ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე წვდომას და ომის წარმოების უნარს არსებითად ზღუდავს.
ამ კონტექსტში, ევროკავშირმა ასევე მიიღო სანქციები:
- ბელარუსის მიმართ, უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობის საპასუხოდ
- ირანის მიმართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაში ირანული დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით
ამ ინფოგრაფიკაში მოცემულია აქამდე მიღებული სანქციების მიმოხილვა.
ინფოგრაფიკა - ევროკავშირის სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ
სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ
აქტივების გაყინვა / მოგზაურობის აკრძალვა:
- ვლადიმერ პუტინი
- სერგეი ლავროვი
- რომან აბრამოვიჩი
- ვიქტორ და ალექსანდრე იანუკოვიჩები
- რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს (დუმას) წევრები
- ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები
- სამხედრო პერსონალი და მაღალი თანამდებობის პირები
- ბიზნესმენები, პროპაგანდისტები და ოლიგარქები
აქტივების გაყინვა:
- ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები
- სამხედრო და თავდაცვის სექტორში მომუშავე კომპანიები
- ავიაციის, გემთმშენებლობისა და მანქანათმშენებლობის სექტორებში მომუშავე კომპანიები
- Პოლიტიკური პარტიები
- შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული ჯგუფები
- მედიაჰოლდინგები და კომპანიები, რომლებიც ავრცელებენ პროპაგანდას კრემლის სასარგებლოდ და უკრაინის წინააღმდეგ
ეკონომიკური სანქციები
ფინანსები
- 10 რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვა
- შეზღუდვები ევროკავშირის კაპიტალისა და ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომაზე
- რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა
- რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების მიწოდების აკრძალვა
- კრიპტო-საფულეების უზრუნველყოფის აკრძალვა
ტრანსპორტი
- რუსეთის საკუთრებაში არსებული ყველა თვითმფრინავისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცის დახურვა
- რუსეთის გემებისთვის ევროკავშირის პორტების დახურვა
- რუსეთის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის მუშაობის აკრძალვა
- მესამე ქვეყნებში რუსეთის ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვა
- რუსეთში საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვა საავიაციო, საზღვაო და კოსმოსურ სექტორებში
ენერგეტიკა
- რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა
- რუსეთის ნავთობის საზღვაო გზით ტრანსპორტირებისას ფასის ზედა ზღვრის დაწესება
- ნავთობგადამამუშავებელი სექტორის საქონლისა და ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის აკრძალვა
- რუსეთის ენერგეტიკისა და სამთო მრეწველობის სექტორში ახალი ინვესტიციების აკრძალვა
თავდაცვა
იკრძალება შემდეგი საქონლის რუსეთში ექსპორტი:
- ორმაგი დანიშნულების საქონელი და ტექნოლოგიები სამხედრო გამოყენებისთვის
- დრონის ძრავები
- იარაღი და სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი
- საბრძოლო მასალები, სამხედრო მანქანები და გასამხედროებული აღჭურვილობა
ნედლეული და სხვა საქონელი
იკრძალება შემდეგი საქონლის რუსეთში ექსპორტი:
- ფუფუნების საგნები
იკრძალება შემდეგი საქონლის რუსეთიდან იმპორტი:
- ფოლადი და ფოლადის ნაწარმი, რკინა, ხე, ცემენტი, ქაღალდი და პლასტმასა
- ზღვის პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელები, სიგარეტი და კოსმეტიკა
- ოქრო, სამკაულების ჩათვლით
მომსახურება
რუსეთისთვის ან რუსეთის პირებისთვის იკრძალება შემდეგი მომსახურების გაწევა:
- არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება
- საკონსულტაციო მომსახურება IT და იურიდიულ სფეროებში
- სარეკლამო, ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სერვისები
მედიასაშუალებების შეზღუდვა
ევროკავშირში რუსეთის ზოგიერთ მედიასაშუალებას სამაუწყებლო საქმიანობა უჩერდება:
- Sputnik
- Russia Today
- Rossiya RTR / RTR Planeta
- Rossiya 24 / Russia 24
- Rossiya 1
- TV Centre International
- NTV / NTV Mir
- REN TV
- Pervyi Kanal
სავიზო ზომები
- ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერება
- რუსეთის დიპლომატებისა და ბიზნესმენებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების დებულებების შეჩერება
სანქციები ბელარუსის წინააღმდეგ
- სანქციები ბელარუსის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ
- 4 ბელარუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვა
- ბელარუსის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა
- ბელარუსიდან ევროკავშირში ფინანსური შემოდინების შეზღუდვა
- ბელარუსისთვის ევროს ბანკნოტების მიწოდების აკრძალვა
- ბელარუსის საგზაო ტრანსპორტის ოპერატორებისთვის მუშაობის აკრძალვა
- ვაჭრობის შეზღუდვები
დამატებითი ინფორმაცია:
- ევროკავშირის რეაგირება რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში (საკითხის ისტორია - ინგლისურ ენაზე)
- ევროკავშირის შემაკავებელი ზომები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით - 2014 წლიდან (საკითხის ისტორია - ინგლისურ ენაზე)
- ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - განმარტება (საკითხის ისტორია - ინგლისურ ენაზე)
- ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით - 2014 წლიდან (ინფოგრაფიკა)
- სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე (ინფოგრაფიკა)
- ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ (ევროკომისია)
- ფიზიკური და იურიდიული პირების სია, ვისზეც ვრცელდება ევროკავშირის შემზღუდავი ზომები უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებით (ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი -ინგლისურ ენაზე)
ინგლისურენოვანი ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.