ევროკავშირი და საქართველო, ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში, ევროკავშირის მიერ, სამი წლის განმავლობაში გაწეულ დახმარებას აღნიშნავენ

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ევროკავშირისა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების საფუძველი და ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის საგზაო რუკაა. გარდა, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის და ქართველი მეწარმეებისთვის ევროკავშირის ერთიანი ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა, აღნიშნული ხელშეკრულება ასევე ხაზს უსვამს იმ ძირითად რეფორმებს, რომლებსაც ხელშესახები და პოზიტიური გავლენა ექნება ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში, მთავრობისა და პარლამენტის მხარდაჭერის, ისევე როგორც მოქალაქეებთან კომუნიკაციის გზით. მზგავსი პროექტები, რომლის დახურვის ცერემონიალზეც დღეს ვიმყოფებით, ასეთი ძალისხმევის მთავარი მონაწილეები არიან. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესებში ჩართულობას!„ განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩმა, ბ-ნ კარლ ჰერცმა, როდესაც ის სიტყვით მიმართავდა აუდიენციას.
ღონისძიებაზეგამოსვლისდროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბ-ნმა დავით ზალკალიანმა,ხაზგასმით აღნიშნა„სიმბოლურია, რომ ჩვენ შეკრებილებივართ თბილისის ახალ კულტურულ ცენტრში, რომელიც განასახიერებს საერთო ქართულ და ევროპულ კულტურულ ტრადიციებს. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან როგორც ამჟამად, რაც აისახება ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესით. ეს არის პროცესი, რომელმაც უკვე მოუტანა და განაგრძობს კონკრეტული ხელშესახები სარგებლის მოტანას საქართველოს მოსახლეობისთვის.“ ასევე, ღონისძიების განმავლობაში, საქართველოსპარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტისთავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ქ-ნმა ირინე ფრუიძემგანაცხადა: „ევროინტეგრაციის კომიტეტს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისგანხორციელებაში. იმისათვის, რომ საკანონმდებლო დაახლოების პროცესი ეფექტური იყოს, კომიტეტმა სისტემატურად უნდა მიიღოს მონაწილეობა პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვაში, როგორცწამყვანმაკომიტეტმადაწარმოადგინოს დასკვნები საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისობაშიმოყვანის შესახებ, ასოცირების შესახებშეთანხმებით გათვალისწინებულვალდებულებებთან. ამპროცესში ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი მნიშვნელოვანროლსასრულებს."
„2015 წლის მეორე ნახევრიდან, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტი, აქტიურად იყო ჩართული მრავალმხრივი ამოცანების შესრულებაში, მათ შორის დახმარებას უწევდა საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, განხორციელების პროცესში. პროექტის 43 თვიანი ფუნქციონირების შედეგად, 220-ზე მეტი სახის ექსპერტული დახმარება გაეწია 20-ზე მეტ საჯარო დაწესებულებას“ განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა, დრ. იოლანტა ტაჩინსკამ.
დახურვის ცერემონიალის განმავლობაში, პროექტის ძირითადი მიღწევები იყო წარმოდგენილი, მათ შორის, პოლიტიკის განვითარებისა და მისი პროგრამირების კუთხით გაწეული ექსპერტული დახმარება, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის, მონიტორინგისა და ანგარიშგების გაძლიერება, ინსტიტუციური რეფორმისა და სამართლებრივი დაახლოების პროცესის გაუმჯობესება, დონორთა კოორდინაციის გაძლიერება, ისევე როგორც საქართველო-ევროკავშირის კომუნიკაციისა და საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელება.
აღნიშნულ ღონისძიებას, ასამდე მაღალი რანგის წარმომადგენელი ესწრებოდა პროექტის სხვადასხვა ბენეფიციარი უწყებიდან, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს, იუსტიციისა და სხვა დარგობრივი სამინისტროების, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად. აღნიშნულ ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ს დიპლომატიური კორპუსის, ისევე როგორც საერთაშორისო, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ევროკავშირიმხარსუჭერსასოცირებისშეთანხმებისგანხორციელებისპროცესსსხვადასხვაპროგრამებისადაპროექტების მეშვეობით. ევროკავშირისმიერდაფინანსებული „ასოცირებისშეთანხმებისგანხორციელებისმხარდაჭერა“ ერთ-ერთი წამყვანი პროექტიასხვადანარჩენ პროექტებთან ერთად.
საკონტაქტოინფორმაცია:
- ოლანტატაჩინსკა, პროექტისხელმძღვანელი, „ასოცირებისშეთანხმებისგანხორციელებისმხარდაჭერიპროექტი“, jolanta.taczynska@eu-aa.ge, 599 153 435
Facebook-ისგვერდი:https://www.facebook.com/Association-Agreement-Facility-Georgia-1893634807573085/