THIS CONTENT HAS BEEN ARCHIVED
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს კომენტარი თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ საქმესთან დაკავშირებით
Text
უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საქმე, რომელიც აღძრულია თიბისი ბანკის თანადამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლების სავარაუდო ლეგალიზაციის თაობაზე რამდენიმე წლის შემდეგ, გამჭვირვალედ იყოს განხილული.
ჩვენ ველოდებით, რომ კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპები სრულად იქნება დაცული. კარგად მოქმედი მართლმსაჯულება გადამწყვეტია დემოკრატიისთვის და ასევე უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
თიბისი ბანკთან დაკავშირებული მოვლენები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის.