ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გაიმართა
დღეს თბილისში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის რიგით მე-16 შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის 2022 წლის ივნისის შემდეგ განვითარებების თაობაზე ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობის და დაცვის მიმართულებით.
საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ქ-ნი დოროტა დლაუხი-სულიგა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის შემდეგი შეხვედრის ჩატარება 2024 წელს ბრიუსელში არის დაგეგმილი.