2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება. 2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასწია ევროსაბჭოსთან, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმება რიგი ნაბიჯებისა. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. ასოცირების შესახებ შეთანხმება 2016 წლის ივლისში შევიდა ძალაში. მისი მიზანი საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაციაა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის მოქმედებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე, ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლებით. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და ყოველწლიურად საქართველოსთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების სახით საშუალოდ 100 მლნ ევროზე მეტ თანხას გამოყოფს.

პოლიტიკური ურთიერთობები

ხელმძღვანელობს რა მათი საერთო ღირებულებებით, ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და სტაბილურობას საქართველოში, ისევე როგორც სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრამებს

2014 წლის ივნისში ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც ძალაში 2016 წლის 1 ივლისს შევიდა. ეს შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან (DCFTA) ერთად, საფუძველს უყრის საქართველოს ევროკავშირთან შორსმიმავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. საქართველოს გააჩნია მზარდი დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და ეკონომიკური განვითარების ამბიცია. ასოცირების შესახებ შეთანხმების (AA) ინსტიტუციონალური ჩარჩო აყალიბებს ორგანოებს, როგორიცაა ასოცირების საბჭო მისი გამოყენების საზედამხედველოდ, ასოციაციის დღის წესრიგი კი მისი განხორციელებისთვის საჭირო პრიორიტეტებს განსაზღვრავს.

თავად ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) შედეგს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც საქართველო 16 პარტნიორი ქვეყნიდან ერთერთია. იგი გაფართოებული  ევროკავშირისა და მისი მეზობლების კეთილდღეობას, სტაბილურობას და უსაფრთხოებას აძლიერებს. 2009 წელს დაიწყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა (EaP), რომელმაც საქართველო მოიცვა და რომელიც აფართოებს თანამშრომლობას და ასევე ხაზს უსვამს რეგიონის მნიშვნელობას. ისევე როგორც მხარდამჭერი რეფორმები, EaP მუშაობს მოქალაქეთა უფრო მეტი მობილურობისა და ძლიერი ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით რიგ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგოსექტორი და გარემოს დაცვა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოთქვა მზადყოფნა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს მას შემდეგ, რაც შესრულდება ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვანმა გადაწყვეტილებამ საქართველოს ევროკავშირისკენ გზა გაუხსნა, რადგან უკვე აღიარებულია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გააჩნია. ევროკავშირი აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯების ასასახად.

2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასწია ევროსაბჭოსთან, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. კომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რომელიც მოიცავდა ძირითად დასკვნებს საქართველოთან მიმართებაში, 2023 წლის კომუნიკაციას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ, სადაც ასახულია საქართველოს მიერ შესასრულებელი 9 ნაბიჯი.

2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციით განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება.

გარდა ამისა, ევროკავშირი მტკიცედ ერთგული რჩება თავისი პოლიტიკისა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერად, ისევე როგორც კვლავ ჩართულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რეგიონების საკითხებში, გრძელვადიანი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მხარდასაჭერად. 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად მუშაობს. 2023 წლის 1 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობის 15 წლისთავს აღნიშნავს.

სასარგებლო ბმულები ევროკავშირის გაფართოების თემაზე:  https://shorturl.at/duBJL; https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiris-gafartoeba/

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ მყარი ეკონომიკური ზრდა განიცადა, რომელიც ნაწილობრივ შესაძლო გახდა მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების საშუალებით, რაც მოიცავდა საგადასახადო მოსაკრებლების პროცედურების განახლებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ქვეყნის გახსნას უცხოური ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ბიზნეს გარემოს გამარტივებას

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მისი ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით. ეს მოიცავს ევროკავშირის საკანონმდელო სტანდარტებთან თანხვედრაში დახმარებას.

2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ასოცირების შესახებ, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) ჩათვლით.   თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ეს შეთანხმება განსაკუთრებული ტიპის შეთანხმებად არის მიჩნეული, რადგან მას აქვს ევროკავშირის შიდა ბაზარში ინტეგრირების ამბიციური ამოცანა. ეს რეჟიმი ზრდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბაზარზე წვდომას უკეთესად მორგებული რეგულაციების საფუძველზე. DCFTA ასოცირების შეთანხმების მთავარი ღერძია და საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზებასა და დივერსიფიცირებას ეხმარება.

2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებების, მათ შორის DCFTA-ს ამოქმედება. ამ პერიოდისთვის, საქართველო უკვე სარგებლობდა შეღავათების ზოგადი სისტემით, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან, დაასრულა ამ პროგრამით სარგებლობა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა წლების განმავლობაში ვითარდებოდა, დღეს ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სახელმწიფო შესყიდვები, საერთო საბაჟო წესები, სურსათის ტექნიკური და სანიტარული სტანდარტები, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები და კონკურენციის წესები.

ევროკავშირი ხელს უწყობს მთავრობას ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდასა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერაში ხარისხის მართვის სისტემების და ხარისხის ინფრასტრუქტურის სისტემების ჩამოყალიბების გზით, რითაც სტანდარტებთან შესაბამისობას უზრუნველყოფს.

ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კონკრეტული ინვესტიციებით, რათა  პანდემიის შემდგომ აღდგენასა და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას ხელი შეუწყოს. უახლოეს წლებში ევროკავშირი ინვესტირებას  მოახდენს შემდეგ ფლაგმანურ პროექტებში:

- სანდო ინტერნეტი შავი ზღვის ინტერნეტ - კაბელის და ელექტრო კაბელის საშუალებით

- ბორანით მიმოსვლა შავ ზღვაში

- 80000 მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა

- მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი 1000 სოფლის თემებში

- სუფთა ჰაერი და ენერგოეფექტიანობა 1 მილიონი ადამიანისთვის

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ახალი სავაჭრო პორტალი და დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

2020 წლის ოქტომბრიდან ევროკომისიამ აამოქმედა ახალი Access2Markets ონლაინ პორტალი ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის განსათავსებლად (მაგალითად, როგორ ხდება საქონლის ექსპორტი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე 120 – ზე მეტ ქვეყანაში, საქონლის იმპორტი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, ვაჭრობა ევროკავშირში, 70-ზე მეტ ქვეყანასთან ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების უპირატესობა; სპეციფიური ინფორმაცია პროდუქტის შესახებ, როგორიცაა ტარიფები, ეროვნული გადასახადები, საქონლის წარმოშობის დადგენის წესები, საბაჟო პროცედურები, იმპორტთან დაკავშირებული ფორმალობები და მოთხოვნები პროდუქტთან დაკავშირებით, სავაჭრო ბარიერები და სავაჭრო ნაკადები).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იმპორტიორებისა და ექსპორტიორებისთვის ახალი ბაზრის შესაძლებლობები  გამოავლინოს. ეს პლატფორმა დაეხმარება კომპანიებს იპოვონ ახალი შესაძლებლობები, პოტენციური პარტნიორები და შეამოწმონ, თუ რა მოთხოვნები და პროცედურები არსებობს.

ის ავსებს ბაზრებზე წვდომის მონაცემთა ბაზას, რომელიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას აძლევს სავაჭრო შეთანხმებებიდან სარგებელი სრულად მიიღონ რთული სავაჭრო წესების პრაქტიკულ, ადაპტირებულ ინფორმაციამდე დაყვანის გზით.

დღევანდელი ვაჭრობა ციფრებში

ევროკავშირის ქვეყნები კვლავ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორებია: მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20.5%-იანი წილი უკავია. 2022 წლისთვის საქართველოს მთლიან ექსპორტში წამყვანი წილი ევროკავშირის ქვეყნებს უკავია (15,4%), შემდეგ არიან ჩინეთი (13,2%), აზერბაიჯანი (12%), რუსეთი (11 , 5%) და თურქეთი (7,8%) (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი).

ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ვაჭრობა საქართველოსთან (რომელიც 75 – ე ადგილზეა) 2022 წლისთვის 0,1% –ს შეადგენს, 4,256 მილიარდი ევროს ღირებულებით (EUROSTAT).

2022 წელს ევროკავშირის ექსპორტმა საქართველოში 3.23 მილიარდი ევრო შეადგინა. ძირითადი საექსპორტო საქონელი უმთავრესად არასასოფლო-სამეურნეო პროდუქციაა, როგორიცაა მინერალური პროდუქცია, მექანიზმები,  ხელსაწყოები და სატრანსპორტო აღჭურვილობა.

ევროკავშირის ძირითადი იმპორტი საქართველოდან მოიცავს ძირითადად სამრეწველო პროდუქციას, როგორიცაა მინერალური პროდუქცია. გარდა ამისა, ქიმიური ან მომიჯნავე მრეწველობის პროდუქცია, ტექსტილის ნაწარმი და ბოსტნეული.

2022 წელს ევროკავშირმა საქართველოდან 1,026 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შემოიტანა (EUROSTAT).

მდგრადი განვითარება და მწვანე ეკონომიკა

კლიმატის ცვლილება და გარემოს მდგომარეობის გაუარესება არის სერიოზული საფრთხე ევროპისა და მსოფლიოსთვის. ევროკავშირი ხელს უწყობს „ევროპული მწვანე გარიგების“ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს სამართლიან გადასვლას მდგრადი, რესურსების მხრივ ეფექტიანი და კლიმატის მხრივ ნეიტრალური ეკონომიკებისა და ენერგეტიკული სისტემებისკენ

ევროკავშირი არის ლიდერი კლიმატის სფეროში და მისი მიზანია 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტს მიაღწიოს. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების მოგვარების და ადაპტირების მცდელობებს, მათ შორის EU4Climate პროექტის საშუალებით და მრავალი ინფრასტრუქტურული ინვესტიციის დაფინანსებით, რაც ხელს უწყობს სათბური გაზების ემისიების შემცირებას.

ევროკავშირი ასევე ხელს უწყობს და აჩქარებს ენერგოსექტორის გლობალურ გარდაქმნას. ამ მიზნით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ენერგოეფექტურობასა და განახლებადი ენერგიის დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, მაგალითად, ასობით საჯარო შენობის ენერგოეფექტურობის რეაბილიტაციაში ინვესტიციის განხორციელებით.

ბიომრავალფეროვნება აუცილებელია სიცოცხლისთვის, რადგანაც იგი უზრუნველსაყოფს ჩვენს კვებას, ჯანმრთელობას, მედიკამენტებს, მასალებს, დასვენებასა და კეთილდღეობას. ამ სფეროში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, მაგალითად, დაცული ტერიტორიების განვითარებაში და წყლის რესურსების დაცვაში წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის სრულყოფის და წყლის ხარისხისა და ნაკადების მონიტორინგისთვის აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით.

მრავალი წლის განმავლობაში ევროკავშირი მუშაობდა ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესებისა და კლიმატ ნეიტრალური, რესურსების მხრივ ეფექტიანი და ცირკულარული ეკონომიკის მისაღწევად. საქართველოში ევროკავშირი მაგალითად, მხარს უჭერს ნარჩენების გაუმჯობესებულ მართვას, პოლიტიკის შემუშავებას, როგორიცაა მწარმოებლის გაფართოებული პასუხისმგებლობა, მდგრადი შეფუთვის ინდუსტრია კლასტერული განვითარების გზით და ა.შ.

კვების მდგრად სისტემებზე გადასვლა არის მწვანე გარდაქმნის ძირითადი კომპონენტი, რომელიც სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ მდგრადობას უზრუნველყოფს. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მუშაობას ამ სფეროში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის (პროგრამების) ფარგლებში.

ენერგოსექტორი, გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება

ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების საკითხებში

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ექსპერტული ცოდნით, რათა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებს მიუახლოვდეს და ასევე პირდაპირ ეხმარება ბუნებრივი პარკების განვითარებაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, უფრო ეკოლოგიური ზრდის შესაძლებლობების განვითარებაში, ნარჩენების მართვის და წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში და ეკოლოგიური რისკებისა და ზემოქმედების უკეთესი მართვის მექანიზმების შექმნაში. ევროკავშირი აფინანსებს უამრავ ინფრასტრუქტურულ პროექტს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის სექტორებში. ეს ერთობლივი მუშაობა ასევე უშუალოდ ხელს უწყობს სათბურის გაზების ემისიის შემცირებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას.

ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირი მუშაობს ევროკავშირის ძირითად ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და კავშირების განვითარებაზე და ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წინ წამოწევაზე. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის გადასახადების შემცირებას, ასევე ხელს უწყობს გარემოს დაცვას და  შენობის მომხმარებლებისთვის უკეთეს პირობებს ქმნის.

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა

ადამიანის უფლებები ევროკავშირის ღირებულებების, ისევე როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საფუძველია. საქართველოში ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებების პრაქტიკის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პოზიტიურ განვითარებას

ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც 2016 წელს შევიდა ძალაში და ასოცირების დღის წესრიგი 2021-2027 წლებისთვის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას განსაზღვრავს.

თუმცა ადამიანის უფლებების კულტურამ ჯერ კიდევ მყარად უნდა გაიდგას ფესვები მთელ ქვეყანაში, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში არსებითი წინსვლა იყო მიაღწეული. განხორციელდა მნიშვნელოვანი საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, რამაც შექმნა უფრო მყარი სამართლებრივი საფუძველი ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, თუმცა მნიშვნელოვანი გამოწვევები ორივე სფეროში რჩება.

ევროკავშირის მხრიდან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა განსაკუთრებით არის მიმართული საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობისკენ, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისკენ, გენდერული თანასწორობისა და ლგბტი ადამიანების უფლებების, უმცირესობათა წარმომადგენელთა უფლებების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და შრომის უფლებების დაცვისკენ.